18 მაისს, მედიის წარმომადგენლები ნიკა გვარამიას მხარდამჭერ აქციას გამართავენ. მსვლელობა სავარაუდოდ, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე გაგრძელდება. ამ დროისთვის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:
“გაგვეხარდება თუ შემოგვიერთდება პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მხარდამჭერები. გაგვეხარდება, რაც მეტი ხალხი გამოუცხადებს სოლიდარობას ნიკას და მედიას, მაგრამ ეს არის მედიის აქცია ეს არ არის პოლიტიკოსების მიერ დაგეგმილი აქცია”
კომენტარები