• რეკლამა
  • კონტაქტი
07:11, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მედიის ადვოკატირების კოალიცია: მოვითხოვთ ჯიოშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას

ალია ავტორი - ალია
12:47 02-19-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
74

მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს ტვ პირველის ოპერატორის, ლაშა ჯიოშვილის, უკანონო და ძალადობრივ დაკავებას და მოითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

“განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ჯიოშვილი დააკავეს არაიდენტიფიცირებულმა პირებმა, რომლებმაც მხოლოდ თვითმხილველების დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ წარმოადგინეს თავი სამართალდამცავებად. დაკავებისას ტელევიზიის ოპერატორი აცხადებდა, რომ დამკავებლები მისთვის ჯიბეში რაღაცის ჩადებას ცდილობდნენ.

სამართალდამცავებმა დროულად არ გასცეს ინფორმაცია ლაშა ჯიოშვილის ადგილსამყოფლის შესახებ, მათ შორის შსს სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმაც. ადვოკატის ინფორმაციით, ლაშა ჯიოშვილს ნიღბიანმა პირებმა მისი უფლებები არ გააცნეს, სამმართველოში მიყვანამდე მან არ იცოდა დაკავების მიზეზი. ოპერატორის მისამართით იყო მუქარა. ადვოკატის განცხადებით, არაპროპორციული ძალა იქნა გამოყენებული, რის გამოც მარცხენა ხელზე აქვს სისხლჩაქცევა.

აღნიშნული შემთხვევა წარმოადგენს მორიგ საშიშ პრეცედენტს პოლიციის მხრიდან ძალადობისა. წაშლილია ზღვარი სამართალდამცავებსა და არაიდენტიფიცირებულ მოძალადე პირებს შორის და ეს იმ ფონზე, როცა ბოლო თვეების განმავლობაში აქციების მონაწილეები და მედიის წარმომადგენლები, მათ შორის ტვ პირველის ჟურნალისტები, არაერთხელ გახდნენ პოლიციისა და ნიღბიანი პირების თავდასხმის ობიექტები.

2024 წლის ნოემბრიდან დაწყებული უწყვეტი საპროტესტო აქციებიდან დღემდე მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ასზე მეტი თავდასხმის, ძალადობის, მუქარისა თუ უკანონოდ საქმიანობის ხელშეშლის ფაქტი დაფიქსირდა. არსებული მტკიცებულებების მიუხედავად, არც ერთი მოძალადე არ არის იდენტიფიცირებული და კანონმდებლობის შესაბამისად დასჯილი. ეს კი “ქართული ოცნების” მხრიდან საკუთარი მოქალაქეებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ორგანიზებულ ძალადობრივ კამპანიაზე მიუთითებს.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოითხოვს ლაშა ჯიოშვილისა და ყველა უკანონოდ დაკავებული სინდისის პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას”- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved