• რეკლამა
  • კონტაქტი
08:08, სამშაბათი, 30 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მე ვცდილობდი სააკაშვილთან შეხვედრას, მივწერე წერილი, ველაპარაკე მის ადვოკატსაც…” – იაგო ხვიჩია

ალია ავტორი - ალია
19:17 11-23-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,883

„გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ „გირჩთან” დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას თქვა:

„ჩვენ, პოლიტიკურმა სპექტრმა ახლა უნდა ვისწავლოთ თანამშრომლობა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და კარგია, მიხეილ სააკაშვილი ასეთი ინიციატივით რომ გამოვიდა. კონკრეტულ საკითხებზე (თანამშრომლობასთან დაკავშირებით) ჩვენ რაც შეგვეხებოდა, ეს იყო ეროვნული ბანკი და დიდი ამნისტიის თემა. თუ ამას გაგრძელება მოჰყვება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან როგორც პარლამენტში, ისე მათ მედიასაშუალებებში, ეს იქნება კარგი პრეცედენტი. შემდეგ თუ ეს კარგი პრეცედენტები გაგრძელდება, ამას ექნება ინტენსიური ხასიათი, ეს აჩვენებს ტენდენციებს, თორემ ერთი მერცხალი, თუ ბულბულის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო, ხომ გაგიგიათ?

მე და ჩემს სხვა მეგობრებსაც, რომლებიც ერთად ვაკეთებთ ამ საქმეს, არ გვჭირდება ვინმესთან გავერთიანდეთ ბარიერის გადასალახად. ჩვენ გვინდა ადამიანების ნდობა გვქონდეს იმდენი, რომ ჩვენით შევძლოთ ბარიერის გადალახვა და მხოლოდ ამის შემდეგ, ბარიერგადალახულები მივიდეთ სხვასთან სალაპარაკოდ, როგორ მოვაწყოთ ეს ქვეყანა. „გირჩი“ რომ „ნაცმოძრაობაში“ ან „ლელოში“ შევა, ამას საერთოდ არ განვიხილავთ.

მე ვცდილობდი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას, მივწერე წერილი, ველაპარაკე მის ადვოკატსაც და ზეპირსიტყვიერადაც გადავეცი, რასაც ვფიქრობდი, მინდოდა გამეგო მისი მოზარება რაიმე საერთო ღირებულებები, იდეები გვაქვს თუ არა მართლა, რისთვისაც ვიბრძოლებთ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამნისტიის საკითხი. როგორც 2012 წელს იყო საჭირო, ისე ახლა არის საჭირო დიდი ამნისტია. ჩვენ ევროპაში მესამე თუ მეოთხე ვართ პატიმართა რაოდენობით.

ინფორმაციისთვის, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა:

“ჩვენ გადაკვეთის წერტილებს ვპოულობთ ყველაზე მოულოდნელ ძალებთანაც. მას შემდეგ რაც მე გამოვაცხადე, რომ დადგა დრო კახა ბენდუქიძის დიდი ხნის იდეის განხორციელების – ეროვნული ბანკის გაუქმების და ეკონომიკის ევროზე გადაყვანის, აღმოჩნდა, რომ ამასვე დიდი ხანია ითხოვს იაგო ხვიჩიას „გირჩი“.

ასევე ჩვენი პოზიციები ამნისტიის საკითხზე ძირითადად ემთხვევა მათ აზრს.

არის თუ არა ეს საფუძველი ერთობის – რა თქმა უნდა, არის, ჩვენ ხომ იდეურ ერთობას ვეძებთ და არა საძმაკაცოს, ან კლანურ გაერთიანებას”

მისივე თქმით, ზოგიერთი გაერთიანება ახლავე მოხდება, “ზოგს კი უნდა ახსოვდეს, რომ რაღაც ეტაპზე გაერთიანება გარდაუვალი იქნება.

თეგები: იაგო ხვიჩია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
ახალი ამბები

პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება

13:50 06-29-2026
ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე
ახალი ამბები

ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე

13:47 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved