პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი:
არ ვიცი ვინ რას ფიქრობთ, მაგრამ მე როგორც ვხედავ, ამ ბრძოლაში, რომელიც მხოლოდ რეჟიმის მხრიდანაა დაუნდობელი და ჩვენ მხოლოდ თავს ვიცავთ იმით რომ არ გვეშინია, თითქოს მიზანს ვკარგავთ და მის ადგილს საშუალება იკავებს.რუსთაველის შენარჩუნება არ შეიძლება მიზნად ვაქციოთ – ის უნდა შენარჩუნდეს როგორც ერთ-ერთი საშუალება მიზნის მისაღწევად. სხვანაირად მთავარ აზრს კარგავს იქ ყოფნა.არც უკანონო პატიმრების განთავისუფლებაა მიზანი – მიზანი იმის მიღწევაა, რისთვისაც ისინი ციხეში წავიდნენ. სხვანაირად აზრს კარგავს მათი პატიმრობაც და განთავისუფლებაც.
და ბოლოს – შიშზე.არ მეშინია არ ნიშნავს რომ მე შიშის გრძნობა არ მაქვს. ყველა გონიერ ადამიანს აქვს შიშის გრძნობა. არ მეშინია უნდა ნიშნავდეს შიშის გადალახვას – ესაა მთავარი.
მე ვფიქრობ მთავარი შიში ჯერ კიდევ გადასალახია.გადავლახავთ და მოვიგებთ.აუცილებლად მოვიგებთ.
კომენტარები