,ქართული ოცნების” წევრის, სოზარ სუბარის, ინფორმაციით, ხელისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტის დასახვედრად მზად არის და მისთვის საკანი სასჯელაღსრულების მეთორმეტე დაწესებულებაში აქვს გამზადებული.
მე არ ვიცი, ვის სჯერა სააკაშვილის უდანაშაულობის, მაგრამ მე ვიცი, ვის სჯერა მისი დანაშაულის. ეს არის სასჯელაღსრულების მეთორმეტე დაწესებულების დირექტორი, რომელსაც გამზადებული აქვს მისთვის კონფორტული საკანი, სადაც არ იქნებ წამება და თუ დასჭირდა, ექიმის დახმარებასაც მიიღებს – აცხადებს სოზარ სუბარი.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში არჩევნების წინ ჩამოსვლა დააანონსა. ექს პრეზიდენტის თქმით, ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად ყველა სცენარისთვის მზადაა, თუმცა, იმედი აქვს მხარდამჭერების აქტიურობის.
კომენტარები