შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ოპოზიციას მიმართავს და აცხადებს, რომ რევოლუციაზე საუბარი სისულელეა და ნურც იოცნებებენ ამაზე:
“წლებია საუბრობენ რევოლუციაზე. რა თქმა უნდა, მე ვიტყვი, რომ სისულელეა,
ვერანაირი რევოლუცია ვერ მოხდება, ჩვენ ჩვენს მოვალეობას შევასრულებთ
ყოველთვის. ხელისუფლების ცვლილება რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს ყოველთვის არჩევნებით და არა რევოლუციით. ამაზე ნურც იოცნებებენ”
რასაკვირველია, ახლა ოპოზიცია უპასუხებს გომელაურს და იტყვის, რომ არაფერიც არ არის სისულელეა და მინისტრის ნათქვამია სისულელეო, მეორე სხვა მინისტრი გამოვა, სისულელეაო, მერე ოპოზიციის სხვა ლიდერი და ა.შ. იმ კეთილი სერიალის არ იყოს: “ვთქვი, თქვა, ვთქვი, თქვა, ვთქვი, თქვა…”
კომენტარები