• რეკლამა
  • კონტაქტი
22:50, სამშაბათი, 9 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მე ვბრუნდები! ახლა უკეთ ვიცი, როგორ ვემსახურო ჩემ ხალხს!” – მიხეილ სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:35 08-27-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს:

„უკრაინა ჩემი მეორე სახლია. თავის დროზე აქ ჩამოვედი ჩემი მთავარი სახლიდან, ჩემი ტკბილი საქართველოდან. უკრაინა სტუდენტობის ასაკიდან ყოველთვის ძალიან მიყვარდა, ყველაზე რთულ პერიოდში სწორედ უკრაინამ მიმიღო ისეთი, როგორიც ვარ, ყოველგვარი პირობების და მოთხოვნების გარეშე და მე ამას ძალიან ვაფასებ. ძალიან მადლობელი ვარ ასევე ბედის, რომ მომცა შესაძლებლობა, ბოლო შვიდი წელი განმეცადა ეს და საკმარისი დროა დაფიქრებისთვის და ბევრი საკითხის გადასაფასებლად. ახლა, წლების გადმოსახედიდან ვიცი, უკეთესად როგორ უნდა ვემსახურო ჩვენს ქვეყანას, როგორ ავიცილოთ თავიდან შეცდომები… და შეცდომები, რა თქმა უნდა, იყო და იყო ძალიან მძიმე შეცდომებიც, მაგრამ ღმერთია მოწამე, ყველაფერი საუკეთესო მინდოდა ჩემი ხალხისთვის. მინდოდა, რომ ჩემს ხალხს ეცხოვრა უკეთესად, ბევრად უფრო მდიდრულად და მაინც, ამ წლების გადმოსახედიდან, ამ შეცდომების გამო, რომელიც დავუშვი იმის გამო, რაც ბოლომდე ვერ გავაკეთე, მინდა, ყველას საჯაროდ მოგიხადოთ ბოდიში.

ამავე დროს, მე ვარ უსაზღვროდ მადლიერი ქართველი ხალხის, რომელმაც მაქცია ქართული სახელმწიფოს მშენებლობის წარმატებული ისტორიული პროცესის მონაწილედ. ამ შვიდი წლის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი დღე, რომ მე არ დავინტერესებულიყავი საქართველოს ამბებით და ვიცი ზუსტად, რომ ჩემს მუშაობას პრეზიდენტის თანამდებობაზე ფუჭად არ ჩაუვლია და ბევრი რამე, რაც ჩვენ შევქმენით დღესაც შენარჩუნებულია და მუშაობს, მაგრამ ამავე დროს, როდესაც საქართველოს ამბებს ვისმენ, ზუსტად ვხვდები და ვიცი, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ ბევრად უფრო მაგრად, ბევრად უკეთესად და თითოეულ ქართველს შეუძლია, იყოს მდიდარი და ეს ჩვენ ერთად გამოგვივა! მე ვბრუნდები!“

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ევაკუატორი ბათუმში
ახალი ამბები

როგორ აარჩიო ევაკუატორი ბათუმში – ავარიული ევაკუაციის საკონტროლო სია

18:43 06-09-2026
თიბისიმ, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, 200 მილიონი ლარის რესურსი მოიზიდა
ახალი ამბები

თიბისიმ, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, 200 მილიონი ლარის რესურსი მოიზიდა

17:57 06-09-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების 5 პრინციპი

15:20 06-09-2026
მაისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
ახალი ამბები

მაისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის

14:11 06-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved