• რეკლამა
  • კონტაქტი
18:45, პარასკევი, 25 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მე ვარ საგანგებო მდგომარეობის მიზეზი” – რა დარტყმები უნდა აიღოს მინისტრმა თავზე?

ალია ავტორი - ალია
19:56 05-06-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კადრში, სადაც ის ავტომანქანაში წინა სავარძელზე ჯდება, პირველი დარტყმა საკუთარ თავზე აიღო – ამის შესახებ ტიკარაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

“ამასთან დაკავშირებით ჩვენ გავაკეთეთ უკვე განცხადება, ვინაიდან თავიდან, როდესაც ამასთან დაკავშირებით პირველი განცხადება გაკეთდა, მე ჩავთვალე, რომ ჩვენი ოპონენტები მეტად უფრო დეტალურად შეისწავლიან საქართველოს კანონმდებლობას და დადგენილებებს, თუმცა ეს არ მოხდა და მიუხედავად ჩვენი განცხადებისა, რადგან ეს კითხვა კვლავ არის ღია, თქვენი ეთერის საშუალებით განვმარტავ, რომ საქართველოს მთავრობის 181-ე დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის აღმსრულებელს აქვს უფლება, საგანგებო მდგომარეობაში მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილებები, რომლებიც არის აუცილებელი ხშირ შემთხვევაში.

ეს იყო სწორედ ის მომენტი, როდესაც იყო მნიშვნელოვანი სატრანსპორტო საშუალების მცირე რაოდენობის ტრანსპორტით მომხდარიყო ადამიანების მაქსიმალური რაოდენობის გადაყვანა. შესაბამისად, მე ჩავთვალე, რომ პირველი დარტყმა, უმჯობესი იყო, ვინაიდან საგანგებო მდგომარეობის მიზეზიც მე გახლავართ, ამეღო ჩემს თავზე” (ნეტგაზეთი)

“ალია” საგანგებო მდგომარეობის მიზეზი თქვენ კი არა – პანდემია გვეგონა, ქალბატონო მინისტრო და კორონავირუსი. არ არის ვირუსის საფრთხე და მხოლოდ თქვენი ახირებაა საგანგებო მდგომარეობა? რას გულისხმობთ ფრაზაში – “მე ვარ საგანგებო მდგომარეობის მიზეზი?”

თქვენ ხართ სამედიცინო კლინიკებისთვის დაფინანსების გაუქმების მიზეზი, თქვენ ხართ 56 პოლიკლინიკის გაუქმების მიზეზი, თქვენ ხართ მიზეზი, რომ არ მოხდა თავიდანვე გადამზადება სამედიცინო პერსონალი – მაგრამ, თქვენ როგორ იქნებით საგანგებო მდგომარეობის მიზეზი?

რაც შეეხება დადგენილებას, რომელსაც ასე ხშირად იშველიებს მინისტრი, ეს არაა მეორე პუნქტი, მინისტრო, თქვენ ალბათ, გინდოდათ მოგეშველიებიათ, დადგენილების მეორე მუხლის მერვე პუნქტი –

“ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის აღსრულებაზე პასუხისმგებელი და საკარანტინო ღონისძიების განმახორციელებელი უწყებების უფლებამოსილი მოსამსახურეების გადაადგილებაზე.”

ახლა რა წერია მე-7 პუნქტში, რომელსაც მერე მე-8 პუნქტი თქვენთვის აუქმებს – მეშვიდე პუნქტში საუბარია ავტომანქანაში 3-ზე მეტი პირის ჩასხდომაზე. მძღოლის გვერდით დაჯდომაზე არ არის საუბარი და რაზეც საუბარი არ არის, ვერ გაუქმდება. ამიტომ, გაამზადეთ ჯარიმის თანხა.

რაც შეეხება იმას, რომ თქვენ მიიღეთ დარტყმა – რა დარტყმა მიიღეთ? ჯარიმა გადაიხადეთ? პატრულმა გაგაჩერათ და პასუხი გაეცით? – აბა, რა დარტყმა მიიღეთ? თქვენ მძღოლს ყველა დღე აკონტროლებთ ვირუსზე, სად იყო დარტყმა?

დარტყმის მიღება თუ გინდათ, მოიკითხეთ, რომელ თვეში და რიცხვში გადაეგზავნათ ექიმებს ვირუსთან ბრძოლისას თავდაცვის პროტოკოლი, მოიკითხეთ რატომ გყავთ ამდენი დაინფიცირებული ექიმი.

დარტყმის მიღება თუ გინდათ, წამობრძანდით, რომელ პოლიკლინიკასაც ხელს დაადებთ, იქ წამობრძანდით, სცადეთ საყოველთაო დაზღვევით მკურნალობა, როდის რომელ გამოკვლევას ჩაგიტარებენ, როდის მოვა პასუხი, როდის დაგეგმავენ შემდგომ გამოკვლევას, რომელ გამოკვლევებზე გეტყვიან უარს და რამდენი დღე გავა დიაგნოზის დასმამდე – ვნახოთ…

დარტყმის მიღება თუ გინდათ, აიღეთ სამასი ლარი ხელფასიდან და დანარჩენი დაარიგეთ, თქვენ კი სცადეთ და შეინახეთ თქვენი ოჯახი 300 ლარად.

აი, მერე ვისაუბროთ დარტყმაზე.

მანამდე კი, ყველა დარტყმას ჩვენ ვიღებთ, მათ შორის ეპიდემიით გამოწვეულს, მათ შორის, იმ საგანგებო მდგომარეობით გამოწვეულს, რომლის მიზეზიც თქვენ ყოფილხართ მინისტრო.

და ხო, ჯარიმების დარტყმასაც ჩვენ ვიღებთ – ჩვენ, მოქალაქეები.

ალია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved