• რეკლამა
  • კონტაქტი
16:27, შაბათი, 8 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, მე თქვი, რომ ამ დიდი ომის, ერთ-ერთი მიზეზი და არა ერთადერთი იყო უკრაინის სურვილი, გამხდარიყო, თუ გახდეს ნატოს წევრი…” – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:11 06-06-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
168

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი:

,,ბოლოს მინდა ერთ საკითზე გავაკეთო კომენტარი, ბოლო დღეებია ვუყურებ თქვენს სასოწარკვეთილ ქმედებებს, ე.წ. აჟიოტაჟი გამოიწვია ჩემმა განცხადებამ ბრატისლავაში,რომელიც  კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, მე თქვი, რომ უკრაინის სურვილი, ამ დიდიომის, ერთ–ერთი მიზეზი, ერთ–ერთი და არაერთადერთი მიზეზი იყო უკრაინის სურვილი, რომ გამხდარიყო, თუ გახდეს ნატოს წევრი, კარგად გახსოვთ და შემდეგ ვთქვი, რომ მე არმინდა, ციტირება მოვახდინო რუსეთის ხელისუფლების, ანუ მათი განცხადებების, კითხვა იყო თუ როგორ ფიქრობთ რატომ დაიწყო და მე ამით ვაჩვენე, ერთი, რომ უკრაინის სურვილი ჰქონდა როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, რომ გამხდარიყო და გახდეს ევროკავშირის ნატოს წევრი ქვეყანა და მეორე ის იყო, რომ არ მინდოდა მომეხდინა ციტირება. აქვე მინდა შეგახსენოთ ყველას, რომ მეორე დღესვე ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოვიდა ევროკომისიის პრეზიდენტი და მან თქვა, რომ ეს ომი, ამ ომის ერთ–ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ უკრაინას აქვს სურვილი, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. ეხლა მე მინდა კითხვა დავუსვა აი ამ ბრძენ კრიტიკოსებს, რომელიც არ ჩერდებიან, ჯობია გაჩერდნენ, უფრო მეტის თქმა შეგვიძლია, მაგრამ არ ვამბობთ. რამდენიმე საათში ქალბატონ ურსულას გამოსვლიდან, ბატონი მაკრონი გამოვიდა, რომელმაც განაცხადა პრაქტიკულად იგივე და ცოტა უფრო მეტიც, ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტ მაკრონის განცხადება, რომ უკრაინას და საქართველოს მიეცა პერსპექტივა ნატოში გაწევრიანების, ყოველგვარი უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, რამაც გამოიწვია აგრესია რუსეთის, საქართველოსა და უკრაინაში, – ამის შესახებპრემიერ–მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად ქუთაისში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, არასწორი ინტერპრეტირება, დამახინჯება  და არასწორი განცდების შექმნა ემსახურება მხოლოდ დამხოლოდ ერთ მიზანს. მისივე განცხადებით, ამ რთულ სიტუაციაში ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანმა უნდა იფიქროს მშვიდობაზე, მშვიდობის შენარჩუნებასა დასტაბილურობაზე.

„ეხლა მე კითხვა მინდა დავუსვა ყველას, რატომ არ აკრიტიკებენ ბატონი მაკრონის განცხადებას, ან ქალბატონი ურსულა ფონდერ ლაიენის განცხადებას? კითხვა სად რჩება, ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია, რომიგივე ჩვენს ომთან დაკავშირებით, რომ ერთ–ერთი მთავარი მიზეზი ყოფილა ქვეყნის ევროინტეგრაცია, ეს ყველაფერი არის გამოწვეული იქედან რომ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს არ სურთ რეალურად ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანება  დაჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება.

მე ვერაფრით ვხსნი უბრალოდ ამ სიტუაციაში, რთულ, გეოპოლიტიკურ სიტუაციაში რატომუნდა იყოს დაინტერესებული რომელიმე, ექსპერტი იქნება თუ ყოფილი მთავრობის წევრი, ნებისმიერი ქვეყნის, რატომ  უნდა იყოს დაინტერესებული ამ თემის არასწორი ინტერპრეტირებით და დამახინჯებით  დაარასწორი განცდების შექმნით. ეს ემსახურებაერთ მიზეზს და მე ეს არაერთხელ მითქვამს, უბრალოდ მინდა თქვენთვის გავაკეთო კომენტარი. მე ღია საუბარი მქონია მათშორის ნატოს ხელმძღვანელობასთან, მოქმედთანაც და წინასთანაც, წინა პრემიერ–მინისტრობის დროს. მათთან მქონდა პირდაპირი საუბარი, არ მინდა რომ ამ საუბრის შინაარსი გამოვიტანო, მაგრამ ბუნდოვანი იყო და დღესაც ბუნდოვანია საერთოდ, მე ვეუბნები რომ დღეს ქვეყანას ჯარი ყავს სრულად თავსებადი ნატოსთან. ჩვენ ამდენი ვიომეთ,  ავღანეთში, ერაყში, ყველგან, სისხლი დავღვარეთ და ბოლოს შარშან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს ქვეყნის კანდიდატის სტატუსი, მაშინ როდესაც დსთ–ს წევრ ქვეყანა მოლდოვას მისცეს კანდიდატის სტატუსი.

ამაზე თქვენ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს დაჩვენს ამ უპასუხისმგებლო ოპოზიციას არ ქონდა არავითარი რეაქცია. ამაში ჩანს, როგორ იცავენ ეს ადამიანები ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ამიტომ ამ სიტუაციაში და თქვენ ბოლო მინდა შეგახსენოთ, რომ მე მგონი გუშინ, თუ გუშინ წინ გავრცელდა ინფორმაცია თითქოს, ბატონმა ზელენსკიმ თქვა, რომ თუ რეალური დაპირება არ იქნება, უკრაინაც ვერ ხედავს აზრს, რომ დაესწროს ვილნიუსის სამიტზე.  ეს უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაა. ამაზე უნდა გააკეთოთ თქვენ ეს სიუჟეტები და არა ყალბ მოგონილ ამბებზე. აი ეს იქნება ჩემი რჩევა.

ამ რთულ სიტუაციაში ჩვენს ქვეყანას უნდა ვუსურვოთ მშვიდობა, ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანმა უნდა იფიქროს მშვიდობაზე, მშვიდობის შენარჩუნებასა დასტაბილურობაზე, ჩვენი ქვეყნის გადარჩენაზე. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, მიუხედავად ძალიან ბევრი შიდა მტრების ,თუ გარე მტრების სურვილებისა,“- განაცხადა პრემიერმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved