• რეკლამა
  • კონტაქტი
01:17, პარასკევი, 2 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, მე რომ გავლენიანი ვიყო ახლავე, დღესვე მოვაგვარებდი მაგ პრობლემას” – მეუფე ნიკოლოზი დიუშენის სინდრომის ბავშვებზე

ალია ავტორი - ალია
20:17 05-11-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
992

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა TV პირველის პირდაპირ ეთერში დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების მოთხოვნაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ის რომ გავლენიანი მღვდელმთავარი იყოს “დღესვე მოაგვარებდა ამ პრობლემას”.

მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ მას არ ესმის “რატომ უნდა ჰქონდეთ ამ მშობლებს სახვეწრად საქმე” და თუ ეკლესიას შეუძლია სახელმწიფოს გარეშე ამ პრობლემის მოგვარება – “ახლა, ამ წუთშივე უნდა გააკეთოს”.

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ მას ამ თემასთან დაკავშირებით სახელმწიფოს წარმომადგენლებთან საუბარი არ ჰქონია – “მეგობრები არ მყავს [ამ მთავრობაში]”.

,,მე რატომ ვარ გავლენიანი მღვდელმთავარი კარგად ვერ ვხვდები, მე რომ გავლენიანი ვიყო ახლავე, დღესვე მოვაგვარებდი მაგ პრობლემას. არ მესმის საერთოდ პრობლემის შინაარსი რაში მდგომარეობს, რატომ უნდა ჰქონდეთ ამ მშობლებს სახვეწრად საქმე არ მესმის. ეს ხომ სახელმწიფოს მნიშვნელობის საკითხია, რომ სახელმწიფომ უნდა მოაგვაროს ეს ყველაფერი. ეკლესიას თუ შეუძლია ამ პრობლემის მოგვარება, სახელმწიფოს გარეშე, ახლა, ამ წუთშივე უნდა გააკეთოს. მე არ ვარ ჩახედული უბრალოდ ამ ყველაფერში. იცით რაში არ ვარ ჩახედული? – რატომ არ კეთდება, ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება ორი აზრი იყოს იმაში, რომ ეს პრობლემა ქვეყანაში არ უნდა იყოს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ ეს პრობლემა დგას. მე სახელმწიფოს წარმომადგენლებთან არ მქონია ამაზე საუბარი და ასეთი ახლო ურთიერთობა… მე ხომ ჯავახეთში ვცხოვრობ და იქ კიდევ სხვა ქვეყანაა საერთოდ… ნუ, მეგობრები არ მყავს [ამ მთავრობაში],” – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

თეგები: მეუფე ნიკოლოზი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“
ახალი ამბები

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“

19:44 10-01-2026
როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები
ახალი ამბები

როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები

18:21 10-01-2026
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
ახალი ამბები

AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე

14:35 10-01-2026
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
ახალი ამბები

თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ

14:30 10-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved