ფედერალისტების თანადამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:
წითლიძეს ჩემი შემოწირულობები გამოუქვეყნებია – მთელი 48 000 ლარი მაქვს შეწირული პარტიისთვის.
დიახ მეგობრებო, ფედერალისტებს დაახლოებით 3000 შემომწირველი გვყავს.
ყოველი თვის დასაწყისში ვწერ საჯაროდ ჩემს კედელზე თხოვნას და გროვდება ფული – მასე ვარსებობთ.
ზოგი მე მირიცხავს, ზოგი პარტიას. ზოგი 2 ლარს გვწირავს, ზოგი – 500. მე რასაც მირიცხავენ, პარტიას ვურიცხავ ლიმიტის ფარგლებში.
ანუ კი, ცოცხალი პარტია ვართ და მხარდამჭერები აქტიურად მონაწილეობენ ჩვენს პროექტებში.
ჰოდა, დინოზავრებო, კონსპირაციებს კი ნუ თხზავთ, დროა დაიჯეროთ, რომ რაღაც უცნაური ხდება თქვენს თავს – პოლიტიკური სისტემის გადატვირთვა მიმდინარეობს. სხვანაირი მოქალაქეები შემოდიან აქტიურად პოლიტიკურ პროცესში და ძველი პარტიული სისტემები, საბჭოთა ტოტალიტარიზმის ნარჩენებთან – ახირებულ ავტოკრატებთან (!) ერთად, დინოზავრებივით წარსულს ბარდება.











კომენტარები