• რეკლამა
  • კონტაქტი
15:39, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, მე რა მიქნეს დღემდე არ ვიცი, ვარ ეტლში და მარცხენა თვალიდან ვერ ვხედავ, გიორგი ბაჩიაშვილი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, ვინ იქნება შემდეგი?!” – გიორგი ჩიკვაიძის წერილი

ალია ავტორი - ალია
16:44 07-15-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
278

პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენი, გიორგი ჩიკვაიძე გიორგი ბაჩიაშვილის ცემის ფაქტს წერილით ეხმაურება:

,,შეძრწუნებული ვარ, არ ვიცი რა დავწერო ჯერ გონზე ვერ მოვდივარ. რა კრიმინალური დანაშუალიც გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ ჩაიდინეს, გამოუთქმელი ბოროტებაა.

გიორგი ბაჩიაშვილი არის უწესიერესი, უკეთილშობილესი, უვაჟკაცესი და უდანაშუალო ადამიანი. მძიმეა იმის შეგრძნება, რომ ამ დროს ვერაფრით ეხმარები.

ჩემი სოლიდარობა და თანადგომა მას.

მინდა საზოგადოებას მივმართო – საქართველოს გადასარჩენად ბრძოლაში ჩართულებს და სამარცხვინოდ პირში წყალჩაგუბებულებს – საკმარისია!

მე რა მიქნეს დღემდე არ ვიცი, ვარ ეტლში და მარცხენა თვალიდან ვერ ვხედავ, გიორგი ბაჩიაშვილი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, ვინ იქნება შემდეგი?!

ჩემი აზრით, შემდეგი თქვენ ხართ ვინც ამას კითხულობს!

რადგან პოლიტპატიმრებთან ანგარიშსწორებაზდ გადავიდნენ, შემდეგი შეიძლება ნებისმიერი სინდისის პატიმარი იყოს.

ვიღაცეები ამ ქვეყანაში მგონი ვერ აცნობიერებენ სად ვართ და რა ტიპის ბრძოლა მიმდინარეობს. პირველი რაც გვჭირდება გამარჯვებისთვის არის ის, რომ ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი.

ყველა მოღალატე შინაური თუ გარეშე უნდა იყოს რიდის გარეშე თავისი სახელის მატარებელი  და დიახ, ნებისმიერი პოლიტიკური აქტორი რომელიც მონაწილეობას იღებს არჩევნებში და ცდილობს ტერორისტული ორგანიზაციის “ოცნების” რეანიმირებას არის მოღალატე, თითქოსდა გახსნილი დიალოგის საფარქვეშ.

მათ არ მოუსმინეს პოლიტპატიმრებს, მათ ოჯახებს, არც საპროტესტო ელექტორატის უმრავლესობას, არც სხვა პარტიებს, არც საკუთარი პარტიის წევრებს და არც ევროკავშირის რეკომენდაციებს.

გჯერათ, რომ ერთი ოლიგარქის მოშორების შემდეგ, ამ ტიპის ახალი ოლიგარქი ხალხს მოუსმენს? პასუხი არის – არა!

გამოსავალი არის დაუმორჩილებლობა და ბრძოლა ყველანაირი ბოიკოტით, რაც ფაქტია ამ სისტემას, ნელა, მაგრამ აზიანებს.

კიდევ არის დრო, რომ ეს გადამწყვეტი ბრძოლა მოვიგოთ რეალურად. უნდა გავერთიანდეთ და ყველაფრის ფასად გადავარჩინოთ საქართველო და ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში დავამხოთ რუსეთი თავისი მონებიანად!
ცეცხლი ოლიგარქიას!
როგორც მოქმედს ისე პოტენციურს!
გავიმარჯვებთ სახელოვნად”

თეგები: გიორგი ბაჩიაშვილიგიორგი ჩიკვაიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს
ახალი ამბები

Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს

12:41 09-17-2026
გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:28 09-17-2026
ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved