• რეკლამა
  • კონტაქტი
02:24, სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მე მრცხვენია, რომ გიცნობთ, მშვიდად ისხედით, ჩვენ თქვენი შვილები არ ვყოფილვართ…” – თამთა რეხვიაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:36 02-16-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,448
პოლიციის ყოფილი კაპიტანი, თამთა რეხვიაშვილი:
2002 წლის თებერვალში, ჩემი ძმა ჩვენივე საცხოვრებელი იტალიური ეზოდან აორთქლდა. მაშინ 13 წლის იყო. მე და თედო კიდევ უფრო პატარები. ჩემზე და თედოზე ჩაბღაუჭებული, შეშინებული დედაჩემი მთელ ქალაქში დაძრწოდა იმ იმედით, რომ მისმა კუტმა შვილმა ფეხი აიდგა და ისე, რომ არავინ არაფერი დაუშავა, უბრალოდ სადღაც წავიდა, თავისით წავიდა. დედა ისე მიჭერდა ხელს, მტკიოდა, ისე სწრაფად დაქროდა, ვერ ვეწეოდი, მაგრამ ისეთი გაქვავებული იყო, ვერ ვუთხარი, რომ ოდნავ მოეშვა მოჭერილი ხელი.
ბევრი საათი ვეძებდით, ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ყინავდა და საათების დინება მოსალოდნელი უბედურების ალბათობას ზრდიდა… და იცით, პოლიციამ რა ქნა?
არაფერი. არც მოსულან.
შებინდებულზე იპოვა ჩემმა მეზობელმა. მიტოვებულ სარდაფში, ზემოდან წყალი ჰქონდა გადასხმული. მთლიანად ლურჯი იყო და ხმას ვერ იღებდა. ვინც თოკოს იცნობთ, იცოდეთ, რომ ამ ამბის შემდეგ ვეღარ ლაპარაკობს. ჩემო მაშინდელო მეზობლებო, ხომ ყველას კარგად გახსოვთ ეს ამბავი? თქვენც ხომ ეძებდით? თქვენც ხომ ლოცულობდით? თქვენც ხომ რეკავდით პოლიციაში ამაოდ?
რას აკეთებდა დედაჩემი, როცა ეს მოხდა?
მოსწავლე ჰყავდა. იმ გოგოს ნათია ქალდანი ერქვა. არაფერ შუაშია, მაგრამ იმ დღის ყველა დეტალი მახსოვს. მოსწავლე ჰყავდა, იმიტომ, რომ სახელმწიფომ, სამშვილიანი მარტოხელა დედა, იმ კუტი შვილის პენსიის ანაბარა მიატოვა. და დიახ, 14 ლარი იყო თოკოს პენსია.
ვინც, სულ მცირე, დედაჩემის თავგანწირვას იცნობთ და ამდენი ბავშვის სიკვდილის შემდეგ, ისევ ქოცური აზროვნებით – “დედა სად იყო და მშობელი სად იყო, იი ჩუსტები აწყვია ნაპირზე და ბავშვს რა უნდოდა ამ დროს გარეთ?” – საცოდავად ცდილობთ, ხელისუფლების ბრალეულობის გამორიცხვას, არ გრცხვენიათ?
მე მრცხვენია, რომ გიცნობთ. მშვიდად ისხედით, ჩვენ თქვენი შვილები არ ვყოფილვართ… 
ზუსტად ოცდასამი წელი გავიდა და რა შეიცვალა იქიდან აქამდე?
ა, ხო, პენსია გაიზარდა. დედაჩემიც გაიზარდა და საკუთარი პენსიაც წამოეწია, რაღა გვეთქმის მადლობის გარდა…
დედი, ბოდიში, რომ კიდევ ერთხელ გაგახსენე. მიყვარხარ.
შეიძლება იყოს 1 person გამოსახულება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved