• რეკლამა
  • კონტაქტი
10:32, შაბათი, 7 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,მე მინდა ოფიციალურად დავასახელო მზია ამაღლობელი 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის კანდიდატად“ – სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
19:05 11-18-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
148

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს:

,,მე მინდა ოფიციალურად დავასახელო მზია ამაღლობელი 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის კანდიდატად. თავის დროზე ჰილარი კლინტონმა და ჯონ მაკკეინმა წარმადგინეს ნობელის პრემიაზე. ახლა ჩემი დროა ეს ღირსეული ქართველი წარვადგინო.

საქმე იმაშია რომ მე შევნიშნე მზია ამაღლობელის ხელში ფილიპინელი ჟურნალისტის, მარია რესას წიგნი “როგორ დავამარცხოთ დიქტატორი.” რესა 2021 წელს ნობელიანტი გახდა, თუმცა უნდა ვთქვათ სიმართლე მარია რესას არ უცხოვრია ნამდვილი დიქტატურის პირობებში.

ფილიპინებში ბოლო ნამდვილი დიქტატორი იყო ფერდინანდ მარკოსი, მაშინ როცა რესა ძალიან პატარა იყო. მარკოსი იყო სუპერ კორუმპირებული, ძალიან ბრუტალური, მასობრივად ყრიდა ციხეში ოპონენტებს.

მან ფილიპინების ოპოზიციის ლიდერი ბენინიო აკინო მოკლა, მას შემდეგ რაც ეს უკანასკნელი მიუხედავად მუქარებისა დაბრუნდა ფილიპინებში. ხალხი აჯანყდა და მიუხედავად იმისა რომ მარკოსს მაშინდელი ამერიკის ადმინისტრაციის დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, ის დაამხეს.

რაც შეეხება მარია რესას, ის იყო ფილიპინების დამოუკიდებელი მედია რესურსის დამფუძნებელი და ამხელდა ფილიპინების შემდგომი პრეზიდენტების კორუფციას და ძალადობას, თუმცა ყველა ეს პრეზიდენტი არჩევნებით მოვიდა და წავიდა. ხოლო თავად რესა დაპატიმრებისთანავე გაუშვა ქვეყნის თავისუფალმა სასამართლომ.

ამიტომ თუ შევადარებთ, მზა ბევრად მეტად იმსახურებს პრემიას, როგორც ქართული თავისუფალი მედიის ბრძოლის სიმბოლო და რეჟიმის მსხვერპლი.

მოვუწოდებ სხვებსაც შემომიერთდეთ და ბევრმა ერთად დავუჭიროთ მხარი მზია ამაღლობელის კანდიდატურას 2026 წლის ნობელის პრემიის მოსაპოვებლად, მშვიდობის დარგში.“

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

რა აღმოჩნდა მარილში? – “პარტიას სრულად ვხსნით რეალიზაციიდან”
ახალი ამბები

რა აღმოჩნდა მარილში? – “პარტიას სრულად ვხსნით რეალიზაციიდან”

20:53 11-06-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved