• რეკლამა
  • კონტაქტი
16:40, შაბათი, 11 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მე მგონია… არ მახსოვს… ჩემი აზრით…” – რას ამბობს შს მინისტრი ბაჩალიაშვილის საქმის ახალ დეტალებზე?

ალია ავტორი - ალია
15:01 05-05-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
238

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა უპასუხა თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამომძიებლის, სერგო შუბითიძის სკანდალურ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, შუბითიძე ამტკიცებს, რომ გამოძიების დროს  ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი დარღვევით ამოიღეს შემთხვევის ადგილიდან და მისი დალუქვაც უკანონოდ მოხდა.

გომელაურმა თქვა, მართალია თქვა, რომ ყველაფერი კანონიერად გაკეთდა, მაგრამ იქვე თქვა, ინფორმაცია არასწორია თუ არა, ზუსტად არ იცის და ეს მისი აზრია. გარდა ამისა, თქვა, რომ ფაქტები გადასცა თუ არა შსს–მ პროკურატურას, არ ახსოვს.

“მე მგონია, რომ ეს არასწორი ინფორმაციაა, იმიტომ, რომ ყველაფერი კანონიერად გაკეთდა. იქვე დაილუქა ყველა ტელეფონი, იქვე. გადაღებულია ეს, უწყვეტი კადრებით ვიღებდით, ჩვენი საექსპერტო სამსახური, გადაღებულია, ფაქტები გვაქვს და პროკურატურას გადავცემთ, თუ უკვე გადავეცით არ მახსოვს. ყველა ადგილზე ამოღებული, მისი ტელეფონიც, ყველაფერი ადგილზე დაილუქა კამერების წინ. ისე, რომ საიდან მოიტანა მაგან, რომ ტელეფონი გახსნეს და დალუქეს, ეს არის ჩემი აზრით ტყუილი”,- თქვა ვახტანგ გომელაურმა.

შეგახსენებთ, 29 აპრილს, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ერთ-ერთმა ყოფილმა გამომძიებელმა საქმეზე ტელეკომპანია “ფორმულას” ვრცელი ინტერვიუ მისცა. სერგო შუბითიძის თქმით, მას არ სჯერა გამოძიების ვერსიის, რომ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა და ამბობს, რომ საქმეზე მტკიცებულებები გაყალბებულია.  შუბითიძემ თქვა, რომ გამოძიების დროს  ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი დარღვევით ამოიღეს შემთხვევის ადგილიდან და მისი დალუქვაც უკანონოდ მოხდა. მან გამოთქვა ვარაუდი, რომ ვიღაცამ ის გაასუფთავა.

სატელევიზიო ინტერვიუს საფუძველზე პროკურატურამ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. სერგო შუბითიძე სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე 2 მაისს გამოიკითხა.

ამასთან, ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები გამოძიების თავიდან ჩატარებას ითხოვენ. მათ 3 მაისს უწყებას საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით მიმართეს. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved