• რეკლამა
  • კონტაქტი
20:30, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მე ხომ დამიჭირეს, მაწამეს და წამებაც კი არ იცოდნენ წესიერად, წამებასაც ცოდნა უნდა“ – რას იხსენებს ვახტანგ მაისაია

ალია ავტორი - ალია
02:26 08-21-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,942

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება სამხედრო პოლიტოლოგი, ექსპერტი  უსაფრხოების საკითხებში, ვახტანგ მაისაია.

– ბატონო ვახტანგ, სოსო გოგაშვილის ისტორიის კონტექსტში, როგორ შეაფასებთ ქვეყნის სპეცსამსახურების მუშაობასა და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხს? აქვე დავძენ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, 10 წელი კონტრაზვერვას ჯერ არც ერთი უცხოეთის აგენტი არ გამოუვლენია.

– მაგაზეა საუბარი, ეს ცხონებული კონტრდაზვერვა, ადრე რეალური ჯაშუშების ნაცვლად, უდანაშაულო ხალხს დასდევდა და უცხო ქვეყნის აგენტობას აბრალებდა. წინა ხელისუფლების დროს, იმაზე მედავებოდნენ, რომ ჩემი დაწერილი და გაზეთში გამოქვეყნებული სტატია, თურმე გრიფით „საიდუმლო“ ინფორმაციას შეიცავდა. დღეს კი, იმას მედავება სუს-ი, ჩემს კომპიუტერში რომ იპოვნეს ღია წყაროებზე დაყრდნობით დაწერილი სტატიები, ეგ საიდუმლო ინფორმაციაო. როგორ შეიძლება, ღია წყაროებით მოპოვებული ინფორმაცია საიდუმლო იყოს?  ამით დაადასტურეს, რომ კონტრდაზვერვას ჩემი საქმე არ გამოუძიებია. ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს, კუდ-ი შიგნიდან იყო მომპალი, მიუხედავად იმისა, რომ მრისხანე და პროფესიონალური სპეცსამსახურის რეპუტაცია ჰქონდა. მე ხომ  დამიჭირეს, მაწამეს და წამებაც კი არ იცოდნენ  წესიერად, წამებასაც ცოდნა უნდა. დეტალებში აღარ შევალ… სრული დილეტანტიზმი იყო სისტემაში. მერაბიშვილმა შექმნა ეჟოვის დროინდელი შინსახკომი. სუფთა „ეჟოვშინა“ იყო იმ დროს ქვყანაში. უდანაშულო ადამიანებს იჭერდნენ და ყრიდნენ ციხეებში.   ჩემი ერთ-ერთი ბრალდება იყო, აბვერის აგენტობა. ეს იყო სრული სიგიჟე. წარმოიდგინეთ, ნაცისტური გერმანიის სამხედრო დაზვერვის აგენტობას  მაბრალებდნენ, რომელიც 1945 წელს,  მეორე მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების მერე,  ავტომატურად გაუქდა.  არარსებული სპეცსამსახურის აგენტი როგორ ვიქნებოდი? სამი გამომძიებელი იყო საქმეში და არც ერთმა არ იცოდა, რა იყო აბვერი. პროკურორმაც გაიზიარა ეს ბრალდება, ბრალი წავიყენეს და სასამართლო პროცესიც კი გაიმართა. სასამართლოზე ჩემმა ადვოკატმა განმარტა, რა იყო აბვერი და  ესენი თავჩახრილები ისმენდნენ. ამის მერე აბვერის აგენტობის ბრალდება მომიხსნეს. აი, ამ ხალხის ნაწილი, დღეს  კიდევ უსაფრთხოების სისტემშია და საეროდ,   რატომ გიკვირთ, თუ რაიმე უმსგავსობა ხდება ამ სისტემაში?  სუსიდან ინფორმაცია კი არ ჟონავს, ტალღისებურად მოედინება, ოკეანე რომ  წამოვა, იმგვრად. რაც ადრე იყო, არაფერი შეცვლილა. სააკაშვილის რეჟიმის დროს როდესაც დამაპატიმრეს, კონტრდაზვერვამ წამაკითხა ჩემი საქმე, რისი უფლებაც არ ჰქონდათ, რადგან გრიფი „საიდუმლო“ ედო და  ბრალდებულს ეს არ უნდა სცოდნოდა.  ეს ტიპიური  ინფორმაციის გაჟონვა იყო და  ამის გამო, კონტრდაზვერვის მთელი ხელმძღვანელობა დასაჭერი იყო, მაგრამ საყვედურიც არავისთვის უთქვამთ. ჩემს ძველ  ამბებს იმიტომ ვყვები, რომ ეს არაპროფესიონალიზმი, სრული განუკითხაობა უსაფრთხოების სამსახურში,  გოგაშვილის და ლილუაშვილის  დროს არ დაწყებულა. სააკაშვილის რეჟიმის დროს დაიწყო და ბოლოს ყველაფერი მივიდა ლოგიკურ  დასასრულამდე – ხალხი უკვე აღარ ბრაზდება, სუსიდან იმდენი და ისეთი  ინფორმაცია გაედინება, უკვე ეცინება ხალხს სუსის უსუსურ მუშაობაზე, ამას თუ მუშაობა ჰქვია.

– ანუ უსაფრთხოების სამსახურში ბარდაგი იყო და ასევე დარჩა, არა?

– აი, აგაშენათ ღმერთმა! მართლა ასეა. სუს-ში კუდ-ის იგივე კადრები დატოვეს, თუ ვინმე მოიყვანეს ახალი, ისინიც არაპროფესიონალები. ფინანსური პოლიციის გამომძიებლები მოიყვანეს, რომლებიც სუს-ში არა მხოლოდ გამომძიებლებად, მაღალ პოსტებზეც დანიშნეს და ამ ხალხს  წარმოდგენა არ აქვს ქვეყნის  უსაფრთხოების საკითხებზე. არ ვიცი ამას რა ჰქვია, ლამის ყოველ კვირა, ტელვიზიები  გრიფით „საიუდუმლო“ ოპერატიულ მასალებს ასაჯაროებენ. ჯერ ტელევიზიებს უნდა მოჰკითხონ, საიდან აქვთ ეს მასალები. ბოლოს, ცხადია, ის ხალხია დასასჯელი, ვინც ეს საიდუმლო ინფორმაცია გაიტანა. მარტო იმაზე არ არის ლაპარაკი, რომ არჩევნების გაყალბების სქემები გასაჯაროვდა და ეს კარგია. ასე თუ გაგრძელდა, ისეთი ინფორმაციები გამოჟონავს, არა მარტო ქვეყნის უსაფრთხოება დადგება სერიოზული საფრთხის წინაშე, შესაძლოა, საქართველოს სახელმწიფოებრიობას დაესვას წერტილი. სუს-ი დასაშლელია და რეფორმაა გასატარებელი. ცხადია, პირველ რიგში ხელმძღვნელობა უნდა შეიცვალოს და მერე, ახალმა ხელმძღვანელობამ ახალი კადრები უნდა მოიყვანოს. მერე ნელ-ნელა უნდა დალაგდეს ყველაფერი.

თეგები: ვახტანგ მაისაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved