• რეკლამა
  • კონტაქტი
08:28, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მე კავკასიელი ვარ!” ამაყად და გაბრექვით რომ აიტაცა ბევრმა…” – ნათია ფანჯიკიძე

ალია ავტორი - ალია
13:35 06-23-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
366

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე:

 

“მე კავკასიელი ვარ!” ამაყად და გაბრექვით რომ აიტაცა ბევრმა იმ ადამიანმაც, ვინც ასე ფარფატა არ მგონია, ქარის დაბერვაზე რომ ფრიალებდეს. იმ მუხანათურ მიზანს, რისთვისაც ეს ლოკაცია შემოგვიგორეს და მოგვინიშნეს ვიწრო სოროსავით, თავი არ გამოყოთ, აქ დაეტიეთო, არც განვიხილავ.

უბრალოდ რიტორიკული კითხვა მაქვს ამგვარი – ამჟამად კავკასიის ტერიტორია 4 სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიას მოიცავს: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი. რუსეთის ფედერაცია კავკასიაში წარმოდგენილია შემდეგი ადმინისტრაციული ერთეულებით: კრასნოდარის მხარე, სტავროპოლის მხარე, რესპუბლიკები — ადიღე, ყარაჩაი-ჩერქეზეთი, ყაბარდო-ბალყარეთი, ჩრდილოეთ ოსეთი-ალანია, ინგუშეთი, ჩეჩნეთი, დაღესტანი. რათქმაუნდა, ყველა ამ ქვეყანასთან ბევრი გვაკავშირებს და კეთილმეზობლობა, მეგობრობა და კარგი დიპლომატია , კულტურული და სავაჭრო კავშირებიც აუცილებელია, მაგრამ გულწრფელად თქვით, მენტალურად რომელს გრძნობთ თქვენს შიგნით მეტად, ვიდრე საფრანგეთს, ესპანეთს, იტალიას და სხვა “ღვინის ქვეყნებს”, ან თუნდაც უღვინო ევროპულ ქვეყნებს? რა და რამდენი წაგიკითხავთ ამ ხალხების, ან რომელ გამოფენას დასწრებიხართ, რა სპექტაკლი ან ფილმი გინახავთ? რომელი კავკასიური ქვეყნის კულტურულ ფასეულობას ატარებთ აზროვნების, თქვენი არსის საფუძვლად, როგორც ფენომენოლოგიას. გეოგრაფიის გაკვეთილზე რანაირად გამოგრჩათ ზღვა, რომელსაც ევროპულ ქვეყნებთან ვიყოფთ.

ერთერთი პირველი ქვეყანა ვართ, ვინც გაქრისტიანდა და ეს სწორედ ანტიკურ კულტურასთან კავშირმა განაპირობა – გეოგრაფიის გაფართოებულმა არეალმა მოიტანა ჯერ კიდევ როდის და ახლა, ამ თვითმფრინავების ეპოქაში რატომ მონიშნეთ ჩვენი ადგილი მთებს შორის, წერტილივით? ან რა შინაგანი პერსპექტივის გრძნობას იჩენთ საკუთარი თავის ამგვარად შემოსაზღვრით? ან შვილების მომავალს როგორ განიხილავთ ამ ვიწრო მიკუთვნებულობით? არ განიხილავთ? ჩვენ გვატყუებთ აბა, გეოგრაფია ვინც არ ვიცით და სიტყვა კავკასია ამაყი მთების ასოციაციას გვიჩენს მხოლოდ? კი, პოეტურია და ობიექტურიც, რომ ჩვენ კავკასიის მთების შვილები-ც ვართ, მაგრამ ეს იგივეა, რომ ვთქვა, სოლოლაკში ვცხოვრობ, ოღონდ რუსთაველის გამზირი თუ მაქვს ახლოს, არც ვიცი და არც მინდა ვიცოდე. დავეტევი სოლოლაკში. დილის შელოცვა მაქვს ამგვარი – თამამად გაიზმორე ერო და დაბრუნდი და მეტი ხიდი აღადგინე ევროპასთან, საკუთარ კულტურულ და მენტალურ საფუძველთან.

ესეც დავამატოთ, კიდევ უკეთ რომ ვიცოდეთ, რა ხდება ირგვლივ – შავ ზღვას ვიყოფთ ბულგარეთთან, რუმინეთთან, უკრაინასთან, თურქეთთან და რუსეთთან, რომელმაც ჩვენ წაგვართვა სანაპირო ზოლი. ბულგარეთიც, რუმინეთიც, თურქეთიც ნატოს წევრი ქვეყნებია.”

თეგები: ნათია ფანჯიკიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved