• რეკლამა
  • კონტაქტი
04:54, კვირა, 16 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მე იმ წრეში ვარ, სადაც 5-იანის შემოხაზვა პრობლემაა, ვერ ხვდებიან, რა განსხვავებაა 2012 წლის დროინდელ “ბათუმი თურქულ ჩეჩმად გადაიქცას” შორის” – ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
13:48 10-30-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი:


„მე იმ წრეში ვარ, სადაც 5-იანის შემოხაზვა პრობლემაა. 
ჩემ გარშემო მყოფებს სასტიკად არ მოსწონთ “ბათუმი თურქებისთვის არ ამიშენებია” და გულწრფელად ვერ ხვდებიან, რა განსხვავებაა 2012 წლის დროინდელ “ბათუმი თურქულ ჩეჩმად გადაიქცას” შორის. 

ჩემ გარშემო მყოფებს ვარდების რევოლუციიდან სწორედ ის მემკვიდრეობა მოსწონთ, რასაც ხუთი ნომრის ლიდერი ასე საგულდაგულოდ ემიჯნება – სეკულარული, ლიბერალური დემოკრატია – ჩემს გარემოცვას სწორედ ამ მემკვიდრეობაზე დაშენებად წარმოუდგენია ქვეყნის ნათელი მომავალი. 

მე იმ წრეში ვარ, სადაც ადამიანებს გული ერევათ რელიგიის სახელით სპეკულირებებზე, საჯიშე ბიჭების გადასარჩენად წარმოებულ ყალბ ომზე. 

მე იმ წრეში ვარ სადაც ადამიანებს გული ერევათ სიხარბეზე, კონფორმიზმზე, საყოველთაო უფასოობაზე…”ხელები შორს ქართული ბუნებიდან”-ზე. 

მე იმ წრეში ვარ, სადაც ადამიანებისთვის კატეგორიულად მიუღებელია “არჩევნებს აზრი არ აქვს, შულერთან სათამაშოდ არ სხდებიან” – ჩემი გარემოცვა თვლის რომ ლიბერალურ დემოკრატიას, რესპუბლიკას ალტერნატივა არ აქვს და ამის მიღწევა მხოლოდ არჩევნებით შეიძლება. 

ეგეთები დამრჩნენ, სხვები ისევე ჩამომტყდნენ, როგორც ივანიშვილს ჩამოსძვრა პროდასავლური დეკორაციები.

მაგრამ თუ გვინდა, რომ ამ აღვირახსნილ პოპულიზმს გასაქანი არ მიეცეს, უნდა დავამტკიცოთ რომ არჩევნებს აზრი აქვს. 
უნდა დავამტკიცოთ, რომ ცვლილებები დემოკრატიული გზით შესაძლებელია. 
და რაც მთავარია, როგორც არ უნდა დასრულდეს დღევანდელი დღე, შემდეგ არჩევნებზეც იგივე უნდა ვამტკიცოთ: 

1)ძალაუფლების რეალურ დანაწილებას და პროპორციულ არჩევნებს ჩვენს სინამდვილეში ალტერნატივა არ აქვს. 
2) როგორც ქვეყანას, ნორმალურობა გვჭირდება და ნორმალური დემოკრატიული ცვლილებები – მხოლოდ ნორმალურობა დაგვაახლოვებს ჩვენს ისტორიულ ამოცანას, თავისუფალ სამყაროში ინტეგრაციას. 

მოკლედ, ცხვირზე ხელი მოვიჭიროთ და შემოვხაზოთ ხუთიანი – ამით თქვენ ხუთიანს კი არ მისცემთ ხმას, არამედ დემოკრატიულ ცვლილებას და არჩევნებში რწმენას – რწმენას, რასაც სწორედ 5 ნომრის ლიდერი, ასე საგულდაგულოდ ანადგურებდა, როცა საპროტესტო ელექტორატს უკიჟინებდა რომ “არჩევნებს აზრი არ აქვს”

თეგები: თამარ ჩერგოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved