• რეკლამა
  • კონტაქტი
15:17, შაბათი, 26 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მე გალკინის სანახავად 500 ლარის გადამხდელი არ ვარ, ჩემმა შვილებმა არც გალკინი იციან, არც პუგაჩოვას ნამღერი და რუსულიც უინტერესო ენად ეჩვენებათ” – თეა გვასალია

ალია ავტორი - ალია
17:33 07-26-2022
- ახალი ამბები, მთავარი, სხვადასხვა
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
17,165

ჟურნალისტი, თეა გვასალია:

„გავხსენი „ფეისბუქი“ და რას ვხედავ, მაქსიმ გალკინი ქართულად მეპატიჟება თავის კონცერტზე. 15 ოქტომბერს თბილისში ვიქნები და კარგი დრო გავატაროთ ერთადო. სანამ ერი ორად გავიყოფით და თავებს გავუხეთქავთ ერთმანეთს, უნდა ჩამოდიოდეს თუ არა პუგაჩოვას ქმარი  საქართველოში იუმორისტული მონოლოგების წასაკითხად, შემამსუბუქებელ გარემოებად გავითვალისწინოთ, რომ კონცერტიდან შემოსულ თანხას უკრაინელებს გადაურიცხავს.  გალკინისთვის ნასროლი ერთი-ორი ფეისბუქური ქვა ალბათ მეც მომხვდება, თუ ვიტყვი, რომ ძალიან მიყვარს რუსი ებრაელების იუმორი და საერთოდაც, რაც ჟვანეცკის რუსებისთვის აქვს დაცინული თავის მონოლოგებში, ერთი პატარა ბიუსტი კი ეკუთვნის ჩვენგან.

მე გალკინის სანახავად 500 ლარის გადამხდელი არ ვარ, ჩემმა შვილებმა არც გალკინი იციან ვინ არის, არც პუგაჩოვას ნამღერი მოუსმენიათ და რუსულიც ძნელ და უინტერესო ენად ეჩვენებათ. თავიანთ საქმეებზე ერთმანეთში ინგლისურად ლაპარაკობენ, სხვებმა რომ ვერ გაიგონ  და ვიღაც გაურკვეველ (ჩემთვის)  იუთუბერებს და ლოლის მოთამაშეებს და კომენტატორებს უკეთესად იცნობენ, ვიდრე ილფის და პეტროვის პერსონაჟებს. არცაა გასაკვირი. მე და ისინი სხვადასხვა საუკუნეში, სხვადასხვა ქვეყანაში დავიბადეთ და საუკეთესო გამოსავალი ერთმანეთის გემოვნების პატივისცემა და მშვიდობიანად თანაარსებობაა და როცა ჩემი თაობა დინოზავრებივით გადაშენდება, ესენი პუშკინს და ტოლსტოის ინგლისურად წაიკითხავენ, როგორც ეს ელენემ გააკეთა. მაგრამ ინგლისურს ვინ ჩივის, საქმე ისე მიდის, რომ მეშინია ამათი შვილიშვილებისთვის ყველაზე საჭირო და გამოსადეგი ენა ჩინური მანდარინი არ გახდეს…”

(ვიდეო) – რა წინადადებები ისწავლა გალკინმა ქართულ ენაზე?

თეგები: თეა გვასალიამაქსიმ გალკინი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved