• რეკლამა
  • კონტაქტი
03:25, კვირა, 2 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მე დიდი ხანია არანარი პოსტი არ დამიწერია და არანაირი პოლიტიკური განცხადება არ გამიკეთებია, მაგრამ…”-ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური

ალია ავტორი - ალია
12:19 03-03-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
123

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მომენტი 90-იან წლების ბოლოს, 2000-იანების დასაწყისში მოხდა, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლისთვის ვიბრძოლეთ, ერთ-ერთ წინა ხაზზე ვიყავით ამ ბრძოლაში, თავისუფლებაც ერთ-ერთმა პირველებმა მოვიპოვეთ, მაგრამ ევროპასთან შეერთების, ნატო-ს გაფართოების ფანჯარა რომ გაიხსნა, მაშინ ეს მომენტი ვერ გამოვიყენეთ. მას მერე ათწლეულები გავიდა და ბევრჯერ ჩვენ თვითონ გვიღიარებია ეს შეცდომა, ბევრჯერ გვითქვამს, რომ ეს იყო იმ თაობის ყველაზე დიდი შეცდომა – ბალტიისპირეთმა მოახერხა და „გაძვრა“, ჩვენ კი ისევ პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩავრჩით.

მთელი უბედურება იმაშია, რომ – როგორც ისტორია გვაჩვენებს – ასეთი შანსები, გლობალური გეოპოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, რეგიონში მცირე ქვეყნებს მხოლოდ 20-30 წელიწადში ერთხელ ეძლევათ. ჩვენი თაობისთვის (და შემდეგი თაობებისაც), ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, ჩვენი ქვეყნის უახლოესი ისტორიის ყველაზე გადამწყვეტი ბრძოლა ახლაა: უკრაინის გმირობის და თავგანწირვის ფონზე კიდევ ერთხელ იხსნება ევროპის კარი პოსტ-საბჭოთა ქვეყნებისთვის (უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს ვგულისხმობ). ამ შანსის გამოუყენებლობა ჩვენი თაობის უდიდესი დანაშაული იქნება ჩვენი შვილების წინაშე.

დღეს წყდება ჩვენ და ჩვენი შვილები ევროპულ ქვეყანაში ვიცხოვრებთ, გამდიდრებულ ქვეყანაში ვიცხოვრებთ, დემოკრატიულ და ახალი შესაძლებლობების ქვეყანაში ვიცხოვრებთ, სადაც ჩვენი შვილები შეძლებენ თავიანთი მიზნების მიღწევას, განათლების მიღებას განვითარებულ სამყაროში, საინტერესო და წარმატებული ცხოვრებით ცხოვრებას, თუ ისევ ისე პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში იცხოვრებენ, რუსეთის გუბერნიის პერსპექტივით, სადაც მოსკოვში გადაწყდება მათი ბედი.

ამ შანსის გაშვების შემთხვევაში 20–30 წლის შემდეგ აუცილებლად ვეტყვით ერთმანეთს – „მაშინ უკრაინა და მოლდოვაც კი როგორ გაძვრნენ და ჩვენ როგორ ვერ ავუღეთ ალღო იმ სიტუაციას? როგორ ვერ შევაფასეთ რა ხდებოდა? როგორ გვაჯობა ისევ რუსეთმა?“ ჩვენი შვილები კი აუცილებლად გაგვამტყუნებენ და დაგვაბრალებენ, რომ იმ მომენტში კონფორმიზმი ვარჩიეთ ბრძოლას, თავის დახრა და გაჩუმება ვარჩიეთ თავისუფლებას და მართლებიც იქნებიან.

მე დიდი ხანია არანარი პოსტი არ დამიწერია და არანაირი პოლიტიკური განცხადება არ გამიკეთებია, მაგრამ ახლა გაჩუმება და არაფრის თქმა უბრალოდ დანაშაული იქნება ჩემი შვილების წინაშე. ეს ის მომენტია, როდესაც საქართველოს ყველა მოქალაქე ერთად უნდა დადგეს და გააგონოს ხმა მთელ მსოფლიოს. ეს ის მომენტია, როდესაც მნიშვნელობა არ აქვს არც პოლიტიკურ ხედვას, არც მემარჯვენეობა-მემარცხენეობას და არც ვინ როგორ ინტერპრეტირებას უკეთებს წარსულს.

საქართველოს ისტორიული შანსი – დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს, ახლა უდგება, რუსული აგრესიის, უკრაინელი ხალხის გმირობის და ევროპის გამოღვიძების ფონზე. ამის ფონზე უკან დახევა და ბოლომდე არ გატანა დანაშაულია. როგორც რაგბისტები შესძახებენ ხოლმე – „მიაწვაააააა!!!“, – წერს ნიკა გილაური.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved