• რეკლამა
  • კონტაქტი
06:10, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,მე დავბრუნდები ბრიუსელში და ყველაფრის შესახებ მოვახსენებ შარლ მიშელს”

ალია ავტორი - ალია
01:12 03-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

მე დავბრუნდები ბრიუსელში და ყველაფრის შესახებ მოვახსენებ შარლ მიშელს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დანიელსონის თქმით, ახლა, პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზეა დამოკიდებული.

„მე დავბრუნდები ბრიუსელში და ამ ყველაფრის შესახებ მოვახსენებ პრეზიდენტ მიშელს. პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ იყოს ნაპოვნი პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტილება,  დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე, ეს არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის და მისი ევროპული მისწრაფებებისთვის“, – აღნიშნა კრისტიან დანიელსონმა.

„ამ კვირის განმავლობაში ინტენსიურ დისკუსიებში ვიყავი ჩართული საქართველოში. როგორც პრეზიდენტ მიშელის პერსონალური წარმომადგენელი, რომ ევროკავშირს გაეწია მედიაცია ამ პროცესში. ევროკავშირმა და აშშ-მა გულმოდგინედ იმუშავეს, რათა მხარი დაეჭირათ მხარეებისთვის, რომ მიეღწიათ შეთანხმებას არსებული პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად საქართველოში. პოლიტიკური კრიზისის დასრულება ნიშნავს, რომ ქართველი ლიდერები შეძლებენ, სრული ყურადღება დაუთმონ „კოვიდსა“ და მის სოციო-ეკონომიკურ შედეგებს, წინ წაიწიონევროკავშირის დღის წესრიგში და დაიცვან საქართველოს უსაფრთხოების ინტერესები რეგიონში. ეს არის რეალური გამოწვევები, რომლის წინაშეც არის ეს ქვეყანა. გარკვეული მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული პრეზიდენტ მიშელის ექვსპუნქტიანი გეგმის რამდენიმე ასპექტთან დაკავშირებით და ეს მისასალმებელი და გარდაუვალი საკითხებია კრიზისის. თუმცა, სხვა საკითხებში ნაკლები პროგრესი იყო. მე გავემგზავრები ბრიუსელში და მოვახსენებ ამაზე პრეზიდენტ მიშელს. საბოლოო ჯამში, პასუხისმგებლობა ამ პოლიტიკურ კრიზისში გამოსავლის პოვნასთან დაკავშირებით საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს ეკისრებათ, ეს აუცილებელია ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციისა და მისი ევროპული მისწრაფებისთვის. ვიმედოვნებ, რომ პარტიები ახლა სერიოზულად დაფიქრდებიან ამ ვითარებაზე და გასავლელ გზაზე, ექნებათ კომპრომისის აუცილებელი სურვილი, რომელიც მედიაციის წარმატებული შედეგის შესაძლებლობას იძლევა. მე მჯერა, რომ ეს არის ის, რასაც ქართველი ხალხი იმსახურებს“, – განაცხადა დანიელსონმა.

შეგახსენებთ, რომ 6-საათიანი შეხვედრა ისე დასრულდა, შეთანხმება მთავარ საკითხებზე ვერ შედგა. ოპოზიციამ მას ჩაშლილი შეხვედრა უწოდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved