“ენმ”-ის წევრი, ხატია დეკანოიძე, “ტვ პირველთან” ამბობს:
“რაც მოვასწარით გვესაუბრე, ნიკა მელია, გიორგი ბარამიძე, აკო მინდაშვილი და კიდევ რამდენმე ადამიანი აპირებს შიმშილობას. ზუსტად არ მაქვს ინფორმაცია. მე არ ვაპირებ შიმშილობას, ზოგადად ვთვლი, რომ შიმშილობა და ჯანმრთელობის დაზიანება არ არის ის ფორმა, რომელიც შეიძლება ბრძოლაში იყოს მნიშვნელოვანი. მე ასე მიმაჩნია, მაგრამ სრულად ვიზიარებ ჩემი მეგობრების პროტესტის შინაარსს. შიმშილობა პროტესტის უკიდურესი ფორმაა. იმ რეალობის ამსახველია ეს პროტესტი, რაც არის საქართველოში.”
კომენტარები