სამართლის დოქტორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ზურაბ ჯიბღაშვილი:
მე არ მოვიპარავ ღარიბაშვილის პოლიტიკურ ცხედარს. პრემიერობის შემდეგ, მისი პოლიტიკური საფლავის გზაც არ გვეცოდინება.
ვინც იძახით ძალადობას ვემიჯნები და მოძალადეები უნდა დაისაჯონო და თან გარდაცვლილის მიმართ იმ კამპანიაში ხართ ჩართულები, რასაც ხელისუფლება ატრიალებს პოლიციისა და კონტროლირებადი მედიის ხელით, პრემიერ ღარიბაშვილის პარტნიორები ხართ.
მისი პარტნიორები ხართ იმ საქმეში, აი დღეს რომ წამოსცდა, ლექსო ლაშქარავა დასაჯესო. ჰო, თქვენ პრემიერის წახალისებით, ჟურნალისტებს პოლიტიკური მიზანშეწონილობით, ბრბოს წესით გამოუტანეთ სასჯელი. ამიტომ უნდა გადადგეს ეს მთავრობა. ამიტომ, ეს რომ არ არის ევროპული არჩევანი.
კომენტარები