• რეკლამა
  • კონტაქტი
09:07, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მე არ მჯერა, რომ ქოცები რამე ტიპის შერიგებაზე წამოვლენ, მანამ, სანამ ოპოზიცია არის სრულიად პარალიზებული” – იაგო ხვიჩია

ალია ავტორი - ალია
18:10 12-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია “ტვ პირველთან” საუბრობს სალომე ზურაბიშვილის დაგეგმილ საახალწლო მიღებაზე და ამბობს:

“ნაკლებად მოველი რამე სახის სეიროზულ საუბარს შერიგებაზე, რადგან ნაციონალური მოძრაობა საერთოდ არ ესწრება ამ შეხვედრას. როგორ გითხრათ, რომ შერიგების განსახილველად მივდივარ, როცა შერიგების მთავარი მონაწილე არ არის შემოერთებული პროცესს?

ჩვენ სადღეგრძელოსავით გვითხრეს – შერიგებაო, ამის იქით, არც ზურაბიშვილს უთქვამს არაფერი და არც სააკაშვილს უთქვამს, რას გულისხმობს, მისი პირობები რა არის? შერიგების წერტილები რა არის, არავინ იცის. შემრიგებლური რიტორიკით ხომ უნდა დავიწყოთ, მინიმუმ? პირველი ხომ უნდა იყოს საუბარი, არჩევნები წავაგეთ, თუ მოვიდეთ? თუ არალეგიტიმურია მთავრობა, პრეზიდენტი, მაშინ, აზრი რა აქვს?

თუ მართლა შერიგება გინდა საქმეზე უნდა ლაპარაკობდე, ჯერჯერობით საქმეზე არავინ ლაპარაკობს და შთაბეჭდილება მრჩება, რომ არც არავის უნდა საქმეზე ლაპარაკი. ამათ ყველაფერი ერთად უნდათ – ყველას, როგორც ნაციონალურ მოძრაობას, ისე ქართულ ოცნებას, უნდათ თან შერიგებულები იყვნენ, თან – გამარჯვებულები, თან მომავალშიც ჰქონდეთ საჩხუბრად მასალა…

მე არ მჯერა, რომ ქოცები რამე ტიპის შერიგებაზე წამოვლენ, მანამ სანამ ასეთი ტიპის უმრავლესობით მოძრაობენ და ოპოზიცია არის სრულიად პარალიზებული, რომელიც დისკომფორტსაც კი ვერ უქმნის მთავრობას. სანამ მას ასეთი სუსტი მოწინააღმდეგე ჰყავს, ისინი სულ ასეთი თავხედები იქნებიან ფიზიკურად. ოპოზიცია მათი მთავარი დამხმარეა. ტყუილად კი არ მაქვს ვერსია, რომ ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება გარიგებულნი არიან. დღესაც კი, ძალიან მალე შეიძლება დასრულდეს ქართული ოცნება, უბრალოდ ამისთვის ნაციონალურმა მოძრაობამ რაღაცეები უნდა მოინანიოს.”

თეგები: იაგო ხვიჩია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved