დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრი ლევან კობერიძე კომიტეტის თავმჯდომარეს, რომან კაკულიას დაუპირისპირდა.
რომან კაკულია:
“მძინარე მდგომარეობაში შემოგიყვანეს „ქართულ ოცნებაში“ და როგორც ჩანს გამოიღვიძე”
ლევან კობერიძე:
„მე კიდევ შენზე მგონია, რომ არ ხარ და კიდევ ბევრ რამეში არ ხარ დარწმუნებული და სხვის დაკრულზე ცეკვავ. ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ხარ და ოთხი წელია რა ხდება ეკონომიკაში, ვერც შენ გაგირკვევია და ვერც სხვას და არც პასუხი მოგითხოვია არავისთვის. ძალიან პირადულ შეურაცხყოფაზე გადადიხარ და მაგისთვის ალიყურს მიიღებ“
მიიღო, თუ არა ალიყური კაკულიამ, ამ დროისათვის, უცნობია.
კომენტარები