ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა. აჭარის მაუწყებლის ცნობით, მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. მოგვიანებით კი სამარშრუტო ტაქსი ამობრუნდა და მუნიციპალურ ავტობუსს დაეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
კომენტარები