წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში მიკროავტობუსი ბავშვს დაეჯახა. იგი სასწრაფო – სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ უკვე გადაიყვანა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში. საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, სულხან ორჟონიამ განაცხადა, რომ პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.
„სასიცოცხლო ჩვენებით გაყვანილია საოპერაციო ბლოკში. მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება“, – აღნიშნა მან.
გავრცელებული ინფორმაციით,მოზარდი მეორე კლასის მოსწავლეა და ის მშობელს გაექცა, როცა გზას კვეთდა.
cyc.ge
კომენტარები