• რეკლამა
  • კონტაქტი
14:38, ორშაბათი, 29 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მაზუთიანი ხელებით წავიდა იმქვეყნად… “კლუჩი” ედო გულზე და აქ იწვა 4 საათი, საწარმომ არც მომისამძიმრა” – 24 წლის ბიჭის დედა

ალია ავტორი - ალია
22:13 04-03-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,051

გარდაცვლილი დათუნა ბერიძის ოჯახი ყველას დასჯას ითხოვს, ვინც 24 წლის ბიჭის სიკვდილზეა პასუხისმგებელი. ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე სატვირთო ამწეს ქვეშ დასრულდა. დათუნა ბერიძე დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

ტერიტორია, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, რუსთავის აზოტის საწარმოს ეკუთვნის. ნეიტრალურ ადგილას, 500-მდე კვადრატულ მეტრზე საწარმოს ვაგონების ჩიხი აქვს განთავსებული. დათუნა ბერიძე ქობულეთიდან იყო. 24 წლის ბიჭი ამწეს მძღოლად იყო დასაქმებული. სატვირთო კერძო პირს ეკუთვნოდა და ახალგაზრდა მის სამართავად საჭიროების შემთხვევაში ქირაობდა.

უბედური შემთხვევის დღეს მამამ დათუნა ბერიძე ადგილზე დატოვა, 3 საათში კი დაურეკეს და უთხრეს, რომ შვილს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა. ირკვევა, რომ ახალგაზრდას მუშაობის პროცესში ამწე გაუფუჭდა და მის შეკეთებას ცდილობდა, ამ დროს ქარმა ამწეს ისარი მაღალი ძაბვის სადენებისკენ გადაისროლა და ახალგაზრდა ადგილზე დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

ოჯახი ამბობს, რომ უსაფრთხოების ნორმები იყო დარღვეული და იქ მანქანით მუშაობა არ შეიძლებოდა, თუმცა, უსაფრთხოების სამსახურს რეაგირება არ ჰქონდა.

დათუნას დედა ამბობს, რომ საწარმომ არც კი მიუსამძიმრა.

”აქ ოთხი საათი იწვა ჩემი შვილი, არავინ მოვიდა, არავინ უშველა…  რა შვილი მომიკლეს, ხალხო, თქვენ არ იცით, მაზუთიანი ხელებით წავიდა იმ ქვეყნად…2 წლის გოგო დატოვა, დარბის მამას ეძებს. გზად მიდიოდაო, გზად კი არ მიდიოდა, აქ მუშაობდა. თვითონ ათასლარიანია მანქანის პატრონი, ორ მანქანას ამუშავებს. ჩემი შვილი გაწირა, აქეთ, ელექტროხაზებთან დააყენა და თვითონ იქეთ მუშაობდა. ჩემს შვილს “კლუჩი” გულზე დადებული და აქ ეგდო მკვდარი… “- ამბობს დედა ტვ პირველთან.

დათუნას მამა:

დამირეკა, მამა ბოლოღა დამრჩაო, ამააობაში გამსკდარა შლანგი… აქ ეგდო, მანქანის ქვეშ. აქ მანქანა არ უნდა მდგარიყო, ცოტა მოშორებით რომ ყოფილიყო, იქ არაფერია.

საწარმოს წარმომადგენელი გარდაცვლილ, 24 წლის ბიჭს აბრალებს მისივე სიკვდილს და ამბობს რომ უსაფრთხოების სამსახური არ იყო ადგილზე. ეს უარესია, რადგან ნიშნავს, რომ სამუშაო პროცესი მინიმუმ რიგ შემთხვევებში სრულიად არ კონტროლდება. ამბობს, რომ ადგილზე არ უნდა ყოფილიყო, თუმცა, ეგაც საწარმოს საწინააღმდეგოდ მოქმედებს, რადგან თუ პირი არ უნდა ყოფილიყო ადგილზე, რატომ არ დაატოვებინეს ტერიტორია?

თვითონ, კრანის ოპერატორი, უნდა წასულიყო და სხვაგან ერემონტებინა. უსაფრთხოების სამსახური გვყავს, მაგრამ არ იყო ადგილზე. არც მე ვიყავი იმ წამს ადგილზე, – ამბობს საწარმოს წარმომადგენელი.

მანქანის მეპატრონე, რომელიც ასევე საწარმოში მუშაობს, ამბობს, რომ უსაფრთხოების სამსახურს არასოდეს უთქვამს, რომ იმ ადგილას არ ემუშავათ:

მანდ ბევრჯერ გვიმუშავია, უსაფრთხოების სამსახურს რომ დაეშალა, ხომ არ დავდგებოდით იქ სამუშაოდ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
ახალი ამბები

პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება

13:50 06-29-2026
ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე
ახალი ამბები

ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე

13:47 06-29-2026
სიახლე PSP-ში – ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
ახალი ამბები

სიახლე PSP-ში – ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან

13:46 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved