• რეკლამა
  • კონტაქტი
19:00, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

„მაზდა ცენტრი თეგეტას“ საერთაშორისო აღიარება – კომპანიამ საუკეთესო დისტრიბუტორის ჯილდო უკვე მეორედ მიიღო

ალია ავტორი - ალია
17:59 04-07-2023
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,084

„მაზდა ცენტრი თეგეტამ“ 2022 წლის გაყიდვების ზრდის მაჩვენებლით საუკეთესო დისტრიბუტორის ჯილდო მიიღო და იმ ათ ქვეყანას შორის მოხვდა, რომლებიც  ევროპის, აზიისა და აფრიკის მასშტაბით შეარჩიეს.

„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალმა კომპანიამ გასულ წელს რეკორდულად ბევრი, 230 ავტომობილი გაყიდა და, 2021-თან შედარებით, გაყიდვები 100%-ით გაზარდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ეს წარმატება გუნდის თითოეული წევრის მიერ გაწეული უდიდესი შრომის შედეგია.

თათია ბოჭორიშვილი, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ გაყიდვების მენეჯერი: „საუკეთესო დისტრიბუტორის ტიტული ძალიან პრესტიჟული სტატუსია. „მაზდა ცენტრი თეგეტა“ საუკეთესო კომპანიებს შორის შეარჩიეს ევროპის, აზიისა და აფრიკის მასშტაბით. ამ შედეგს საერთო ძალისხმევით, მთელი გუნდის ჩართულობით მივაღწიეთ. ვფიქრობთ, ეს ჯილდო საამაყოა არა მხოლოდ კომპანიისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც, რადგან სწორედ მაზდას საქართველოს წარმომადგენლობამ მიიღო საერთაშორისო აღიარება. მსგავსი გამარჯვებები კომპანიის თითოეულ თანამშრომელს დიდ მოტივაციასა და სტიმულს აძლევს, რათა უფრო მეტი შემართებითა და ენთუზიაზმით განაგრძონ შრომა მიზნების მისაღწევად“.

გაყიდვების რეკორდული მაჩვენებლის გამო, საუკეთესო დისტრიბუტორის ჯილდო „მაზდა ცენტრი თეგეტამ“ პირველად 2020-ში მიიღო. კომპანია გაჩერებას არც წელს აპირებს. ამბიციურია 2023-ის გეგმები:  გაყიდვების მინიმუმ გაორმაგება და ახალი მოდელების დამატება. წელს „მაზდა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებელს ორ ახალ ავტომობილს – CX60-სა და CX90-ს შესთავაზებს.

—

„მაზდა ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს. 

 

 

თეგები: თეგეტა მოტორსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს
ახალი ამბები

Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს

12:41 09-17-2026
გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:28 09-17-2026
ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved