პოლონეთის პრემიერმინისტრი, მატეუშ მორავეცკი უკრაინის ქალაქ ლვოვში ჩავიდა. მან თქვა, რომ ქვეყანას არ შეუძლია “მარტო დატოვოს თავისი მეზობლები” და სხვა ქვეყნებს უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
“ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ამ მებრძოლ სულს, ასევე ყველაზე სუსტებზე ზრუნვით. დღეს ჩვენ ვნახეთ ქალები და ბავშვები, რადგან კაცები ფრონტის ხაზზე იბრძვიან თავისუფალი უკრაინისა და ასევე ჩვენი უსაფრთხოებისთვის,- თქვა პოლონეთის პრემიერმა.
პოლონეთის პრემიერმა ლვოვში უკრაინიდან ლტოლვილები მოინახულა.
კომენტარები