• რეკლამა
  • კონტაქტი
00:18, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მასშტაბური ამნისტიის ინიციატივა – ვინ (არ) უჭერს მხარს კანონპროექტს?

ალია ავტორი - ალია
13:28 02-28-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,001

იაგო ხვიჩია მასშტაბური ამნისტიის ინიციატივით გამოდის  – „გირჩის“  ახალ ინიციატივას „ლელოს“  და გახარიას პარტიის გარდა თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია მხარს უჭერს.

„გირჩის“ მომზადებულ ამნისტიის  პროექტის განხილვას პარლამენტი მალე დაიწყებს, ამნისტია მძიმე ნარკოტიკის რეალიზატორებს არ შეეხებათ, თუმცა სასჯელი შეუმცირდებათ ან სრულად გათავისუფლდებიან ის ადამიანები, ვინც ციხეში განსაკუთრებით დიდი ოდენების მარიხუანას შენახვის ბრალდებით გაუშვეს.

ინიციატივა ეხებათ უვადო პატიმრებს და სამოხელეო  დანაშაულისთვის დაკავებულებსაც.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, “გირჩის” ინიციატივას მხარს უჭერს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, ხატია დეკანოიძე, პროექტს სავარაუდოდ მხარს დაუჭერენ ევროპელი სოციალისტებიც კი.

ხვიჩიას ინიციატივის მიხედვით, ციხის კარი დაახლოებით 5 000 პატიმრისთვის გაიღება. ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, ყველა პატიმარს სასჯელი 1/4-ით შეუმცირდება.  ხვიჩია ფიქრობს, რომ ამნისტია უნდა შეეხოს სამოხელეო დანაშაულისთვის გასამართლებულ პირებს.

კანონპროექტის ავტორი, არ მალავს, რომ იმ შემთხვევაში თუ დიდი ამნისტია გამოცხადდება და სასჯელაღსრულებას 5 000 პატიმარი დატოვებს, შესაძლოა, მათ ხმები გადამწყვეტ არჩევნებზე “ქართული ოცნების” სასარგებლოდ მისცენ.

“ჩემი აზრით, პრემიერი კობახიძე მართალია და ჩვენ მაქსიმუმ 5 500 პატიმარი უნდა გვყავდეს. ჩემი აზრით (ხმები) გადანაწილდება, თუმცა ვინც ყველაზე მეტ წვლილს შეიტანს ამ საქმეში და ამ კანონს ყველაზე მეტი ოდენობით დაუჭერს მხარს, ყველაზე მეტ ხმას ის იმსახურებს და თუ “ქართული ოცნება” ამას გააკეთებს დაე, მიიღოს ამ ხმების უმრავლესობა”- აცხადებს ხვიჩია. 

“ლელოში” აცხადებენ, რომ კანონპროექტი უდიდესი საფრთხის შემცველია და საზოგადოებრივ სიკეთეს არ წარმოადგენს.

“არ მიგვაჩნია, რომ სამოხელეო დანაშაული დაუსჯელი უნდა იყოს. საზოგადოებისთვის საფრთხედ მიგვაჩნია, ამ ამნისტიის განხორციელების შემთხვევაში უამრავი ძალიან მძიმე დამნაშავის გამოშვება საპყრობილიდან”- ამბობს სალომე სამადაშვილი. 

თეონა აქუბარდიას თქმით, ამნისტია ჰუმანური აქტია და ყოველთვის კარგია, თუმცა კანონპროექტის გაცნობისა და ავტორებთან კომუნიკაციის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved