• რეკლამა
  • კონტაქტი
08:28, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მაშინ მივხვდი, რომ გიო ალბათ, ცოცხალი აღარ იყო…“ – რას იხსენებს პროფესორ გიორგი გახელაძის მეუღლე

ალია ავტორი - ალია
11:03 07-06-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
197

პროფესორ გიორგი გახელაძის მეუღლე, ირმა მალაციძე სოციალურ ქსელში რამდენიმე უცნაურ და საეჭვო დეტალზე წერს, რომელიც მისი ოჯახის თავზე დატრიალებულ უბედურებაზე მოასწავებდა.

„გიოს დაკარგვამდე და დაკარგვის დღეებში რამდენიმე უცნაური ფაქტი მოხდა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მინდა, რომ გაგიზიაროთ, იქნებ ასეთ დროს ძალიან გვჭირდება, დავიჯეროთ, რომ სიცოცხლე სადღაც სხვა ფორმით გრძელდება:

1. დაკარგვამდე ორი დღით ადრე, სამაჯურზე დამაგრებული ჯვარი ხელში ჩამატყდა;

2. დაკარგვის მეორე დღეს სახლში დიდი, შავი პეპელა შემოფრინდა. ამდენი წელია აქ ვცხოვრობთ და მსგავსი არ მახსენდება. იფარფატა კარგა ხანს და გაფრინდა;

3. როცა ლილოსთან, სოფ.ნასაგურში წავედი, საიდანაც იყო ზარი, თითქოს იქ დაინახეს, ბოლო გაჩერებაზე მივედი. დიდი მოედანი იყო. ირგვლივ ყანები აკრავდა და ერთადერთი სახლი იდგა, დიდი ეზოთი. მანქანა გავაჩერე და გადმოვედი. უცებ ეზოდან, დიდმა შავმა ძაღლმა პირი ჩემკენ იბრუნა, და ისეთი საშინელი ყმუილი დაიწყო, მეგონა, რომ მელაპარაკებოდა. ჩემს გარდა იქ გადამღები ჯგუფიც იყო და სხვა ადამიანებიც, ის კი მე „მელაპარაკებოდა“. მეგონა, რომ მეხმა გამიარა, ისეთი საშინელი მოსასმენი იყო. მაშინ მივხვდი, რომ გიო ალბათ ცოცხალი აღარ იყო. დავუწყე ყვირილი, გაჩუმდი მეთქი, ის კი ყმუოდა და ყმუოდა.

4. მთელი თვის მანძილზე უბნის ძაღლები ჩემს ფანჯარასთან ყმუოდნენ, ძილის საშუალებას არ გვაძლევდნენ.

5. როცა თემქაზე დავიწყეთ ძებნა, წერეთლის მონუმენტთან, და ცხადია, უშედეგოდ, სახლში დაბრუნებულმა აღმოვაჩინე, რომ სამზარეულოში გვიკიდია კალენდარი, რომელზეც წერეთლის მონუმეტია გამოსახული.

6. მათე ორ თვეზე მეტია ამბობდა, მამა კვდებაო. სკოლაშიც უთქვამს, მაგრამ ვფიქრობდით, ავად რომ გახდა, ამიტომ ამბობსო. არ ვიცი, შესაძლოა, მართლა აქვს რაღაც უნარი.

7. ძიების ბოლო ღამეს, წამით ჩამთვლიმა და თითქოს, რაღაც კადრი განათდაო, გიო სანაიას სახე ამოვარდა და ჩაქრა. გიჟივით გამომეღვიძა. ჩვენი საერთო მეგობარი იყო.

პ.ს. არ ვიცი, რატომ გიყვებით ამას. მაპატიეთ, თუ თავს გაბეზრებთ, უბრალოდ, გაზიარება მინდა. ეს ცოტას მეხმარება“, – წერს ირმა მალაციძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved