• რეკლამა
  • კონტაქტი
23:38, ორშაბათი, 29 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომიდან მეორმოცე დღეს იესო ქრისტეს ამაღლებას ზეიმობს

ალია ავტორი - ალია
10:38 06-02-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
145

მართლმადიდებელი სამყარო იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომიდან მეორმოცე დღეს  ამაღლებას დღესასწაულობს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა ჩატარდება.

წმიდა სახარების მიხედვით, ქრისტე თავის მოწაფეებს აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა და სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა.
აღდგომიდან მე-40 დღეს მოწაფეები გალილეიდან იერუსალიმში ერთ სახლში შეიკრიბნენ, სადაც მათ მაცხოვარი გამოეცხადათ. იესომ შეკრებილთ აღუთქვა, რომ მალე მოუვლენდა სულიწმიდას და უბრძანა, იერუსალიმი არ დაეტოვებინათ.
ქრისტემ ისინი ბეთანიის მიმართულებით გაიყვანა და ელეონის მთაზე ამაღლდა. მანამდე უფალმა შეკრებილნი აკურთხა. ვიდრე მოწაფეები ცას შეჰყურებდნენ, თეთრად მოსილი ორი კაცი ეჩვენათ, რომლებმაც შეკრებილებს უთხრეს, რომ ასევე იხილავდნენ ზეციდან მომავალ უფალს.

ცვლილება დილა-საღამოს ლოცვებში:

ამაღლებიდან სულთმოფენობამდე და სულთმოფენობიდან ყოველთა წმინდათა კვირამდე (სულთმოფენობის შემდეგი კვირა):

I. ლოცვებში არსად აღარ იკითხება, მომავალი წლის აღდგომის დღესასწაულამდე, ტროპარი “ქრისტე აღდგა…”.

II. სულთმოფენობიდან ყოველთა წმინდათა კვირამდე დასაწყისი ლოცვების კითხვას ვიწყებთ პირდაპირ “წმიდაო ღმერთო”-დან და მის შემდეგ – ჩვეულებრივ.
ყოველთა წმინდათა კვირიდან, მომავალი წლის აღდგომის დღესასწაულამდე, დასაწყის ლოცვებს ჩვეულებრივი თანმიმდევრობით ვკითხულობთ.

III. ნაცვლად “ღირს არსი”-სა იკითხება:

ა) ამაღლებიდან მის წარგზავნამდე (ამაღლების დღესასწაულის წინა საღამოდან სულთმოფენობის წინა პარასკევ დილის ჩათვლით)
“ადიდებს სული ჩემი ქუეყანით ზეცას ამაღლებულსა ქრისტესა ცხოვრების მომცემელსა. ჰშევ, ქალწულო, მიუწთომელი ბუნებათა, უჟამოდ გამოუთქუმელი, ამისთჳს უბიწოო, ყოველნი მორწმუნენი გადიდებენ შენ”.

ბ) სულთმოფენობიდან მის წარგზავნამდე:“მოციქულთა რა იხილეს გარდამოსლვა ნუგეშინისმცემელისა, დაუკვირდათ, ვითარ სახითა ცეცხლისა ენათათა გამოჩნდა სულიწმიდაჲ. გიხაროდენ შენ, წმიდაო დედუფალო, დედათა დიდებაო, ქალწულთა თვალო, რამეთუ მეტყუელებად ვერ შემძლებელ ვართ ღირსად ქებასა შობისა შენისასა, ამისთჳს სარწმუნოებით გადიდებთ შენ”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
ახალი ამბები

პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება

13:50 06-29-2026
ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე
ახალი ამბები

ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე

13:47 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved