• რეკლამა
  • კონტაქტი
07:52, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,მართლა ხომ არ ფიქრობთ, რომ სამადაშვილსა და ხერხეულიძეს ისეთი გავლენა აქვთ, რომ 308 დეპუტატს მოაწერინეს ხელი?!” – სოზარ სუბარი

ალია ავტორი - ალია
03:34 06-30-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
679

როდესაც ევროპარლამენტის 308 დეპუტატი ხელს აწერს რეზოლუციას, რომელსაც რეალობასთან არაფერი აქვს საერთო, რომელიც შეურაცხმყოფელია ქვეყნისთვის, გასაგებია ეს რატომ ხდება. მართლა ხომ არ ფიქრობთ, რომ სალომე სამადაშვილსა და ეკა ხერხეულიძეს ისეთი გავლენა აქვთ ან ამდენი ლობისტი ჰყავთ, რომ 308 დეპუტატს მოაწერინეს ხელი?! პირიქით არის, მათ შეკვეთებს ასრულებენ ძალიან ხშირად და ახმოვანებენ, – ამის შესახებ სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

დეპუტატი არ აკონკრეტებს რომელი დასავლელი პოლიტიკოსების შეკვეთებს ასრულებს რადიკალური ოპოზიცია, თუმცა ამბობს, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი იმის გამო არ მიანიჭეს, რომ ქვეყანაში დაძაბული ვითარება შექმნილიყო.

„არსებობს ვარაუდი და არსებობს მტკიცებულებებიც, რომლებიც ამ ვარაუდს ამყარებს. ამ მტკიცებულებებს, ბუნებრივია, ვერ მოვყვები, მაგრამ ერთ-ერთ შეკრებაზე, რომელსაც უმრავლესობის ძალიან ბევრი დეპუტატი ესწრებოდა, ჩემთვის ყოფილი, მაგრამ ძალიან ძვირფასი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თავისი ვარაუდი გამოთქვა, რომ ის, რომ უკრაინას და მოლდოვას შესთავაზეს [კანდიდატის სტატუსი] და საქართველოს არა, ხდება ერთადერთი მიზნით – რომ საქართველო გამოყონ, გამოიწვიონ ქვეყანაში ტურბულენტობა, არეულობა, იმიტომ, რომ არის ძალიან ბევრი ძალა, რომელსაც საქართველოს ომში ჩართვა უნდა და საქართველოში ურჩევნია ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გაატარებს იმ პოლიტიკას, რომელსაც გარედან უკარნახებენ“, – განაცხადა სუბარმა.

მისი თქმით, ამ ძალებს შორის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებიც არიან.

თეგები: სოზარ სუბარი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved