ბოტანიკური ბაღის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ჟურნალისტი, გია გაბრიჭიძე:
“გიორგი ჩალაძე – პაციენტის უფლებების დარღვევის გარდა, ნადირაძის ჭორაობა საზოგადოების დაცინვაა და ე.წ. საცივის თემით მანიპულირება – თუკი ვინმე იტყვის, რომ საცივით 38 კილოს იკლებენ, მაშინ ახალი დიეტა აღმოგვიჩენია.
რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს გიორგი ჩალაძემ „პაციენტის უფლებების“ დარღვევაზე არაფერი გამოუვა.
ჯერ ერთი ნინო ნადირაძემ სადღაც ყვითელ პრესაში კი არ იჭორავა, როგორც ეს „გულშემატკივარი სწუხს“, არამედ სასამართლოს მისცა ჩვენება.
სასამართლოს!
და მეორეც აქ არც საცივი, არც ხაჭაპური, არც შავ პურზე წასმული გაჭყლეტილი ნიორი, სოკოს შილაფლავი და არც შეტანილი ღვინოც არაფერ შუაშია.
აქ მთავარი ის რეჟიმია, რაც სააკაშვილის გულშემატკივრებმა დაამყარეთ და როგორც იყენებთ მის მდგომარეობას საკუთარი მერკანტელური მიზნებისთვის.
უსინდისოები ხართ თქვენ ყველა, ვინც საავდმყოფოს პერსონალს დასდევთ და შეურაცხყოფას აყენებთ.
უსინდისოები ხართ თქვენ ყველა, ვინც სააკაშვილის მდგომარეობით სარგებლობთ და უაზროდ ყოყოჩობთ.
თქვენ მართლა დასაჭერები ხართ ადამიანის ასეთ წნეხში ჩაყენების მუხლით.”
კომენტარები