• რეკლამა
  • კონტაქტი
03:34, პარასკევი, 16 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მართალია ივანიშვილი… უმადურმა პოლიციელებმა მაინც სისტემიდან გაქცევა დაიწყეს” – მეზვრიშვილი

ალია ავტორი - ალია
19:52 09-10-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,465

ყოფილი მაღალჩინოსანი, პარტია “საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი, ნათია მეზვრიშვილი, ე.წ. ოცნებიდან გასული დეპუტატების დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და წერს:

“მართალია ბატონი ივანიშვილი. ჩავდექით რა დასავლეთის სამსახურში, განვიზრახეთ პოლიციის მოშლა. ამ მიზნით:
❗️სასწრაფოდ დავიწყერთ საგამოძიებო სისტემის ფუნდამენტური რეფორმა გამოძიების ხარისხის ასამაღლებლად და გამომძიებლის ღირსებისთვის, რომ გამომძიებელი პროკურორის კურიერი არ ყოფილიყო;
❗️სასწრაფოდ გავზარდეთ პოლიციელების ხელფასები, რათა პოლიცია სათანადოდ დაფასებულიყო;
❗️სასწრაფოდ დავიწყეთ საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლება, რათა პოლიციელებს ღირსეულ გარემოში ემუშავათ;
❗️სასწრაფოდ დავაინიცირეთ კანონის გამკაცრება პოლიციელის შეურაცხყოფისთვის;
❗️სასწრაფოდ გამოვუცხადეთ შეურიგებელი ბრძოლა ქურდულ სამყაროს, რასაც სხვათაშორის ეწინააღმდეგებოდით;
❗️წერტილი დავუსვით ადამიანებისთვის ნარკოტიკების და იარაღის ჩადებას, რაც ოცნებისთვისაც არ იყო უცხო;
❗️სასწრაფოდ დავიწყეთ სტატისტიკის გამოქვეყნება, ყველა დანაშაულის აღრიცხვა და სასწრაფოდ დავუსვით წერტილი სტატისტიკის გაყალბების ოცნების მავნე პრაქტიკას;
❗️სასწრაფოდ აღვკვეთეთ ბასიანში ნარკოტიკებით ვაჭრობა და არაერთი ახალგაზრდა ვიხსენით სიკვდილისგან;
❗️სასწრაფოდ აღვკვეთეთ პარლამენტზე შტურმი და ამ ქვეყანაში წერტილი დავუსვით ხელისუფლების ცვლილებას ძალადობით;
❗️სასწრაფოდ შევქმენით ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი, რითაც პირველად ისტორიაში ძალოვანი უწყებისთვის პრიორიტეტად ვაქციეთ ადამიანის უფლებების დაცვა;
❗️სასწრაფოდ დავიწყეთ მუშაობა არასრულწლოვნებისთვის სპეციალიზებული დანაყოფის შექმნაზე. სასწრაფოდ დავიწყეთ იზოლატორებში არასრულწლოვნის ინტერესზე მორგებული გარემოს შექმნა;
❗️სასწრაფოდ ავაშენეთ დროებითი მოთავსების ახალი იზოლატორი, პატიმართა უფლებების სათანადო დასაცავად;
❗️ქალთა მიმართ ძალადობის და დისკრიმინაციის ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირებით, სასწრაფოდ გავზარდეთ პოლიციის მიმართ ნდობა;
❗️სასწრაფოდ გავხსენით ერთიანი მომსახურების ცენტრი, რომ მოქალაქეები არ გვეტანჯა.
და კიდევ არაერთი ნაბიჯი გადავდგით სასწრაფოდ პოლიციის მოშლის მიზნით, რამაც პირველად ისტორიაში შსს-ს საქმიანობის პოზიტიური შეფასება გამოიწვია არაერთ საერთაშორისო ანგარიშში.
დღეს ბატონი ივანიშვილი ამ ყველაფერს არქმევს დანაშაულს, ოღონდ პირადად ვერ ბედავს და წერილებს ამოფარებული გველაპარაკება. შესაბამისად, მისი დავალებების უსიტყვოდ შემსრულებელმა, ქართული სახელმწიფოს საქმის გამკეთებლებმა, სასწრაფოდ შეაჩერეს ჩვენს მიერ დაწყებილი პოლიციის მოშლა, რის შემდეგაც უმადურმა პოლიციელებმა
მაინც სისტემიდან გაქცევა დაიწყეს.
პ.ს. სამარცხვინოა იმ ხალხის ყურება, ვინც ნახევარი და ერთი პროცენტისთვის ამ წერილზე პარაზიტობთ.”

როგორ დანიშნა აღშფოთებულმა “ოცნებამ” გახარია პრემიერად – დეტალები

თეგები: ბიძინა ივანიშვილიგიორგი გახარიანათია მეზვრიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა

15:05 10-15-2026
ჩაირთე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები აპლიკაციით Mysilknet!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები აპლიკაციით Mysilknet!

11:23 10-15-2026
რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი
ახალი ამბები

რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი

21:08 10-14-2026
იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?
ახალი ამბები

იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?

14:27 10-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved