• რეკლამა
  • კონტაქტი
13:34, ხუთშაბათი, 1 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,მართალია, ამ მდაბიო კაცუნას უკვე საკადრისი პასუხი გასცეს, მაგრამ მეც უნდა ვთქვა ორი სიტყვა” – ნანა კაკაბაძე თაზო დათუნაშვილზე

ალია ავტორი - ალია
00:29 07-02-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,202

,,ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ნანა კაკაბაძე:

,,თაზოსებრთა ანატომიისათვის

ვინმე თაზო დათუნაშვილი თურმე პოლიტიკოსი ყოფილა, თანაც „ლელოს“ წევრი, რამდენჯერმე ტელევიზორშიც გამოჩენილა.

ეტყობა, ამის შედეგად თავი რაღაცად ჩაუთვლია და ჰგონებია, რომ სხვისი შეურაცხყოფით კიდევ უფრო დიდ „ვინმედ“ წარმოაჩენდა თავს.

ამისათვის ერთი დეპუტატი ამოურჩევია, რომელიც რატომღაც დაბალ ღობედ მიუჩნევია და უბრძანებია:

„ზეზეული გვამი შარმანაშვილი, თურმე კაცი ყოფილა შარმანაშვილი, კაცი და ქართველი ყოფილა და შეურაცხყოფას ვერ ითმენს თენგიზა შარმანაშვილი“.

მართალია, ამ მდაბიო კაცუნას უკვე საკადრისი პასუხი გასცეს თენგიზ შარმანაშვილის თანაპარტიელებმა, მაგრამ თენგიზთან თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ნაცნობობა და ეროვნულ მოძრაობაში თანამებრძოლობა არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ რამდენიმე სიტყვა არ ვთქვა ამ ადამიანისა და მისი ლანძღვით თავის წარმოჩენის მსურველი თაზოს შესახებ.

როდესაც თაზოსნაირ გოგო-ბიჭებს ვუყურებ, თავი კიტრად რომ მოაქვთ, სულ ვცდილობ წარმოვიდგინო, ესენი რომ 70-80-იანი წლების ჩვენი თაობის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ, ბუჩქებში იქნებოდნენ შემძვრალები თუ პარტიისა და კომკავშირის აქტივისტების გვერდით მასობრივი ეროვნული მოძრაობის ფესვებთან მდგომებს დაგვიპირისპირდებოდნენ?

აი, თენგიზ შარმანაშვილმა მაშინ ეროვნულების გვერდით დგომის გზა აირჩია და საკუთარი თავისუფლების თუ ჯანმრთელობის დათმობის რისკის ფასად დაუპირისპირდა კომფორმისტ კომკავშირელებს, რომელთა შორის მაშინ თაზოს დღევანდელი ლიდერი მამუკა ხაზარაძეც იყო.

კარგი, ღმერთმა ისე განსაჯა, რომ თაზო და მისნაირები სხვა დროს დაიბადნენ და ვერ მოვახდენთ მათი მოქმედების სავარაუდო პროეცირებას 80-იან წლებთან, მაგრამ ამ გოგო-ბიჭებმა თავიანთ მშობლებს მაინც კითხონ, შარმანაშვილი და მისნაირები რომ კომუნისტურ რეჟიმს ებრძოდნენ, თქვენ იმ დროს სად იყავით, რას აკეთებდითო?

ალბათ ბევრი ასეთის მშობელი ღრმად ამოიოხრებს და უპასუხებს – „მე მომკლეს, შვილო“-ო.

ყველაზე ამაზრზენი ის არის, რომ თაზო და მისნაირები დემოკრატებისა და მედასავლეთეების როლს ირგებენ და გვასწავლიან, რომ ადამიანის გარეგნობაზე თუ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე აპელირებით სხვისი ბულინგი სწორედ დასავლური ღირებულებაა, ხოლო სხვისთვის შეურაცხყოფის მიყენება (თუნდაც მამის ტოლი კაცისთვის „თენგიზას“ დაძახება) – კაცობა.

ცალკე აღებულ ალბათ ვინმე თაზოზე ამდენი დროის დახარჯვა სწორი არ იქნებოდა, რომ „თაზოობა“ ზოგადი მოვლენა არ იყოს ჩვენს ყოველდღიურობაში.

არადა, სწორედ თაზოსნაირებზე ამბობდა ჩვენი ერის სულიერი მამა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში:

„ლანძღვა-გინება უმართებულო საქციელია და მარტო მლანძღველის სიბრიყვეს მოასწავებს. სიბრიყვე კი ავზნეობის ნიშანი კი არ არის, გაუზრდელობის, გაუწურთვნელობის საქმე“.

თეგები: თაზო დათუნაშვილინანა კაკაბაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სიახლე თიბისის მობაილბანკში – ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი
ახალი ამბები

სიახლე თიბისის მობაილბანკში – ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი

12:25 10-01-2026
დიაბეტი და მხედველობა — ოფთალმოქირურგ გიორგი ნანობაშვილის რჩევები დიაბეტური რეტინოპათიის პრევენციასა და მკურნალობაზე
ახალი ამბები

დიაბეტი და მხედველობა — ოფთალმოქირურგ გიორგი ნანობაშვილის რჩევები დიაბეტური რეტინოპათიის პრევენციასა და მკურნალობაზე

19:32 09-30-2026
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თბილისური ბროწეულები“ გაიმართა
ახალი ამბები

ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თბილისური ბროწეულები“ გაიმართა

19:04 09-30-2026
მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან – საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში
ახალი ამბები

მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან – საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში

15:58 09-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved