რუსული ჯარები მარიუპოლის მოსახლეობის ნაწილს იტაცებს. ინფორმაციას უკრაინის ქალაქ მარიუპოლის მერია ავრცელებს.
„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მარიუპოლის რამდენიმე ათასი მცხოვრები რუსეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ოკუპანტებმა უკანონოდ წაიყვანეს ხალხი ლივობერეჟნის რაიონიდან და სპორტული კლუბის შენობაში მოწყობილი თავშესაფრიდან, სადაც ათასზე მეტი ადამიანი აფარებდა თავს“, – ნათქვამია განცხადებაში.
მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩენკო რუსული ძალების ამ ქმედებას მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების ქმედებას ადარებს:
„რასაც დღეს ოკუპანტები აკეთებენ, ნაცნობია უფროსი თაობისთვის, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემზარავი მოვლენების მოწმეა, როდესაც ნაცისტებს ძალით აჰყავდათ ხალხი. ძნელი წარმოსადგენია, რომ 21-ე საუკუნეში ადამიანები ძალით წაიყვანო სხვა ქვეყანაში“
კომენტარები