ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს და განცხადებას ავრცელებს:
,,იყავით ფრთხილად!
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ყალბი და ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ფეიკ-ვიდეოკადრები, სადაც ჩანს ჩვენი კლინიკის აღმასრულებელი დირექტორი, მარინა ეზუგბაია, რომელიც, ვითომ გარკვეულ რეკომენდაციებს უზიარებს ინტერნეტმომხმარებლებს.
აღსანიშნავია, რომ კოვიდ-პანდემიის შემდეგ, ქალბატონი მარინა ეზუგბაია იშვიათად ჩნდება მედიის წინაშე და შესაბამისად, არანაირ რეკომენდაციებს და კომენტარებს არ აკეთებს.
გაფრთხილდით! არ ენდოთ ისეთ ცრუ ინფორმაციებს, სადაც ქალბატონი მარინა ეზუგბაია ან თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის მედიკოსი გამოჩნდება რაიმე რეკომენდაციის ან ვიდეო კომენტარებისას, რადგან საქმე გვაქვს ინფორმაციის გაყალბებასთან!
შესაბამისად, ჩვენი მედიკოსების მხრიდან თუ რაიმე რეკომენდაცია ან ინტერვიუ ჩაიწერება, გამოქვეყნდება ჩვენი კლინიკის ფეისბუქ გვერდზე.“











კომენტარები