სახელოსნო ,,ლესე” სოციალურ ქსელში წერს:
,,თიანეთის გზაზე მიმავალი მანქანის მძღოლი გააჩერა პოლიციამ და დანა ხომ არ გაქვს მანქანაშიო კითხა. კაცმა იფიქრა დანა ჭირდებათო, მიაწოდა და 500 ლარით დააჯარიმეს.
ლაშქრობიდან მომავალ ადამიანს ჩანთაში დანა უპოვნეს და დააჯარიმეს.
70 წლის მოხუცი ვაშლს თლიდა და დააჯარიმეს.
მანქანის აკუმლატორმა “აკისლენია” მიცა და აღარ იქოქებოდა. კაცი კლემებს ფხეკდა დანით და დააჯარიმეს.
სანადიროდ ემზადებოდნენ წასასვლელად, მანქანაში იარაღები ქონდათ და დანაზე დააჯარიმეს.
დანების სალეს სახელოსნოსთან პოლიცია ამოწმებს მოქალაქეებს, შემთხვევით დანა ხომ არ მოაქვთ გასალესად.
პარლამენტში ეს კანონი ისე მიიღეს, რომ ერთი კითხვა არ დაუსვამთ უმრავლესობის წევრებს.
https://m.facebook.com/story.php?story_fbid=6495313477214803&id=100002086446834&mibextid=Nif5oz”
კომენტარები