• რეკლამა
  • კონტაქტი
18:35, ხუთშაბათი, 27 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მანქანასთან მიაყენა და სცემა მანამ, სანამ ბავშვს არ აღებინა” – სოფლის გამგებელს 15 წლის მოზარდის ძალადობაში ადანაშაულებენ –

ალია ავტორი - ალია
16:58 11-27-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
264

სოფლის გამგებელს 15 წლის მოზარდი ძალადობაში ადანაშაულებს.  ტვ პირველის ცნობით, სკოლის მოსწავლე ამტკიცებს, რომ საჯარო მოხელემ, ოგანნეს გაბრიელიანმა, რომელიც ახალქალაქის ერთ-ერთი სოფლის წარმომადგენელია, ის სცემა  და ჯგუფურ ანგარიშსწორებაში  სხვა ხუთ პირთან  ერთად იღებდა მონაწილეობას.

დაშავებულის ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ მოზარდებს შორის დაწყებული დაპირისპირების შემდეგ, ოგანნეს გაბრიელიანი სკოლის მოსწავლეს აედევნა და ფიზიკურად იძალადა.

“5 ადამიანთან ერთად იმყოფებოდა, სამი მათგანი 50 წელს გადაცილებული იყო. მოვიდნენ თავიანთი ფორდის მანქანით, ვინც შეხვდათ გზად ყველას სცემდნენ. ეს ფაქტი ბავშვმა, რომ დაინახა როგორ ურტყამდნენ ხალხს, გაიქცა… გზაში დაიჭირა სოფლის გამგებელმა, მანქანასთან მიაყენა და სცემა მანამ, სანამ ბავშვს არ აღებინა… იხრჩობოდა ბავშვი. მოტეხილობები არ ჰქონია, მაგრამ დალურჯებები ჰქონდა, ნეკნები და თავი სტკიოდა. ექვსივე ოჯახის წევრია და ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ისინი ხალხს ესხმიან თავს და სცემენ. ეს უკვე მეშვიდე შემთხვევაა” – ამბობს მოზარდის ოჯახის წევრი TV პირველთან. 

ოგანნეს გაბრიელიანი ძალადობას კატეგორიულად გამორიცხავს. ამტკიცებს, რომ ინციდენტში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია, თუმცა, ამბობს, რომ ფაქტზე პოლიციამ გამოკითხა.

არ ვიცი რაზე მესაუბრებით, მე არანაირ თავდასხმაში მონაწილეობა არ მიმიღია, რაზეც მესაუბრებით ჭორია. გიდასტურებთ, რომ პოლიცია ნამდვილად იყო ჩემთან და გამომკითხეს, თუმცა არ ვიცი რა შუაში ვარ ამ დაპირისპირებასთან” – თქვა სოფლის გამგებელმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

ახალი გვერდი თიბისის მობაილბანკში – გადარიცხვების ახალი გამოცდილება
ახალი ამბები

ახალი გვერდი თიბისის მობაილბანკში – გადარიცხვების ახალი გამოცდილება

18:18 11-27-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი“ გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი“ გაიმართება

17:36 11-27-2025
5 რჩევა, რომელიც ავეჯის დაუზიანებლად გადატანაში დაგეხმარება
ახალი ამბები

5 რჩევა, რომელიც ავეჯის დაუზიანებლად გადატანაში დაგეხმარება

17:15 11-27-2025
6 საშიში შეცდომა, რომელსაც ამწე კალათაზე უშვებენ
ახალი ამბები

6 საშიში შეცდომა, რომელსაც ამწე კალათაზე უშვებენ

15:26 11-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved