• რეკლამა
  • კონტაქტი
06:59, ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მანიპულაციაა, რომ 12-დან 3 პრიორიტეტი შესრულდა — კობახიძე

ალია ავტორი - ალია
12:23 07-04-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
153

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ერთი მხრივ, აცხადებს, რომ ევროკომისიის შეფასება საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე თავსებადია „ქართული ოცნების“ შეფასებასთან, მეორე მხრივ ამბობს, რომ მანიპულაციაა, თითქოს 12-დან მხოლოდ 3 რეკომენდაცია შესრულდა.

„12-დან შესრულდა მხოლოდ 3 არის მანიპულაცია. ევროკომისარ ვარჰეის არ ვადანაშაულებ არაფერში. ჩვენი და ვარჰეის შეფასებებს შორის არის თავსებადობა. დღეს დეტალური ანალიზი იმისთვის კი არ წარმოვადგინეთ, რომ 12-ზე და 3-ზე გვესაუბრა, არამედ გვესაუბრა სიღრმისეულად. ევროკომისიამ იქვე წარმოადგინა ის 18 პუნქტი, რაც არის შესასრულებელი. და იმ 18 პუნქტს თუ ჩაუღრმავდებით, ნახავთ, რომ რეალურად, მთლიანობაში, ხარისხობრივად, რაც იყო 12 პრიორიტეტი, იმის 80% არის გაკეთებული. 18 პუნქტიდან 13 თუ 14 ეხება პრაქტიკის გაუმჯობესებას. გეუბნებიან, რომ არის კანონმდებლობა, კი ბატონო, კარგია და ახლა მიხედეთ პრაქტიკას“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თავად კობახიძის შეფასებით, ხელისუფლებამ შეასრულა 12-ივე პრიორიტეტი.

„რაღაცის არგაკეთებას არავინ გვედავება. პრაქტიკაზეა საუბარი… არის რამდენიმე თვე. ამ რამდენიმე თვის განმავლობაში პრაქტიკაც უნდა დაიხვეწოს და მზად ვართ სამ სფეროში კანონმდებლობასთან დაკავშირებით რეკომენდაციებისთვისაც“, — დასძინა კობახიძემ.

კობახიძემ ასევე თქვა, რომ არავის დაუყენებია მოთხოვნა, რომ 12 პრიორიტეტი 100%-ით უნდა შესრულდეს.

ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდ რეკომენდაციაზე აქვს გარკვეული პროგრესი, შეზღუდულ პროგრესს მიაღწია დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციაში, ხოლო მედიის თავისუფლების პირობაში საერთოდ არ აქვს წინსვლა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
სახლები დღიურად
ახალი ამბები

​ნუ დახარჯავ ფულს რეკლამაში! – როგორ შეიძლება იქცეს „სახლები დღიურად“ საკუთარი თავის რეკლამად?

17:33 08-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved