• რეკლამა
  • კონტაქტი
04:17, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მანიფესტში წერია, რომ დაგვეხმარება 2029-სთვის EU-ში გავწევრიანდეთ – “ერთადერთი, რაც არის საჭირო ესაა” – ჯაფარიძე

ალია ავტორი - ალია
19:29 03-22-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
121

პარტია გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, პარტია ALDE-მ (ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი – ევროპისთვის) ევროპარლამენტში დაგეგმილი არჩევნებისთვის მიიღო საარჩევნო მანიფესტი, რომელშიც ნათქვამია, რომ დაეხმარებიან საქართველოს, მოლდოვას, უკრაინას და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს 2029 წლისთვის გახდნენ ევროკავშირის წევრები.

ჯაფარიძის თქმით, გირჩი – მეტი თავისუფლების, სტრატეგია აღმაშენებლისა და უკრაინელების ინიციატივით, მანიფესტში ჩაიწერა, რომ ALDE-ს აქვს ამბიცია – უზრუნველყოს, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, ასევე საქართველო-უკრაინა-მოლდოვა 2029 წლისთვის დააკმაყოფილებენ გაწევრიანებისთვის საჭირო ყველა კრიტერიუმს.

ჯაფარიძის თქმით, დამატებით ჰოლანდიელებმა მანიფესტში ჩაწერეს, რომ გაწევრიანებისთვის, კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაკმაყოფილების გარდა, აუცილებელია საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა თანხვედრაში იყოს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან.

დოკუმენტის ფოტო ზურაბ ჯაფარიძემ Facebook-ზე გამოაქვეყნა. ამასთან, თემაზე დღეს ზურაბ ჯაფარიძემ და სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. ლიდერები მანიფესტს უპრეცედენტოს უწოდებენ და ამბობენ, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ევროპული პარტია თავის საარჩევნო დაპირებაში საქართველოს ევროინტეგრაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

“ასეთი დოკუმენტი ჯერ არცერთ სხვა ორგანიზაციას არ მიუღია და სწორედ ჩვენი მუშაობის შედეგია ეს ყველაფერი. ფაქტია, რომ ევროპის კარები ჩვენთვის ღიაა, საქართველოს ელოდებიან ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის. ამ ყველაფერს დღეს ვინც ეწინააღმდეგება არის ივანიშვილის პარტია, რომელიც მუდმივად პროვოკაციული ქმედებებით არის დაკავებული. ყველა ელოდება 26 ოქტომბერს, საქართველოს ეყოლება ხელისუფლება რომელიც ხალხზე ზრუნავს და აჩქარებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს თუ ხელისუფლება, რომელიც დღეს ჰყავს, რომელიც ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის პროცესის საწინააღმდეგოდ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, იმისათვის, რომ საქართველო 2029 წლისთვის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს საჭიროა 9 პუნქტის შესრულება, რომლის გათვალისწინებასაც, მისივე თქმით, “ქართული ოცნება არ აპირებს”.

“ერთადერთი, რაც არის საჭირო, რომ ჩვენ 4-5-6 წელიწადში გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები ყველა იმ სიკეთეებით, რაც მოაქვს ამას, არის საჭირო იმ კრიტერიუმების შესრულება, რომელზეც ქართულ ოცნებას პრაქტიკულად საჯაროდ აქვს გაცხადებული, რომ ამის შესრულებას არ აპირებს, საუბარია, ე.წ. 9 პუნქტზე. გასაკეთებელი რაც არის, ჩვენი აზრით არის ის, რომ ეს ხელისუფლება არის შესაცვლელი, ამის შანსი იქნება ოქტომბრის ბოლოს და ამის გატარება შესაძლებელია ძალიან სწრაფად და ასეთი ღია ფანჯარა, როგორც ახლა არის ევროპაში, საქართველოს ისტორიაში არ ჰქონია”, – ამბობს ჯაფარიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved