• რეკლამა
  • კონტაქტი
10:26, პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მანანა მენაბდე ზურა ჯაფარიძეს უჩივის – „ამას ასე არ დავ­ტო­ვებ!“

ალია ავტორი - ალია
10:20 10-03-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
80

მომღერალი მანანა მენაბდე ზურა გირჩი ჯაფარიძეს მის საარჩევნო კლიპში სიმღერის გამოყენებისთვის უჩივის. მომღერალი ამბობს, რომ მისთვის არავის უთქვამს რომ მისი სიმღერის გამოყენებას საარჩევნო მიზნებით აპირებდნენ და იმ შემთხვევაშიც კი, რომ ეთქვათ მაინც ვერ შეძლებდა, რადგან გერმანიის მოქალაქეა და არჩევნებში მონაწილეობის უფლება არც პერსონალურად და არც შემოქმედებითი მხრივ არ აქვს. მენაბდე სასამართლოში ჩივილს აპირებს, თუმცა მანამდე მისი ადვოკატი არჩევს რა განსხვავებაა “გირჩსა” და “გირჩი – მეტი თავისუფლებას” შორის. 

“ამ წამს დავდე “გირჩის” და საარჩევნო რეკლამა! ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ?! დაუკითხავად ვინ მოგცათ უფლება, რომ აიღეთ ჩემი ნამღერი?! თუ სულ თავს გახვედით?! ჯერ ერთი მე ვარ გერმანიის მოქალაქე და არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მაქვს! კიდევაც რომ მქონდეს, რა უფლებით იღებთ ჩემ ნამღერს და ადებთ თქვენს კლიპს?! იცოდეთ რომ ძალიან გამაბრაზეთ და ამას ასე არ დავტოვებ! ე. ი. უნდა იფიქრონ, რომ მე თქვენ გაძლევთ ხმას! ესაა ტყუილი და ამისთვის პასუხი უნდა აგოთ! ყველანაირი სინდისი და სირცხვილი დაკარგეთ? თუ გაგიგიათ სიტყვა – ღირსება?“, – წერს მანანა მენაბდე. 

მომღერალს “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ უპასუხა. მან სთხოვა დაეკონკრეტებინა, რომ საუბარი არა “გირჩზე”, არამედ ზურა ჯაფარიძის “გირჩი – მეტი თავისუფლებაზე მიმდინარეობდა.

“ერთი ნახეთ “გირჩის” წარმომადგენელი რას მწერს! ხომ გადაირევა ადამიანი:

ქალბატონო მანანა, დიდი პატივისცემით თქვენთან. “გირჩის” არაა ეს კლიპი, არის ზურაბ ჯაფარიძის გირჩის დღეს არჩევნების დღეა და ნუ შევიყვანთ ამომრჩეველს შეცდომაში, ჩვენ არაფერ შუაში ვართ და ვზიანდებით. ან თუ შეიძლება რომ დააკორექტიროთ პოსტი. ბოდიშით რომ ამ ორ სახელიანობაში გაგრიეთ, მაგრამ ჩვენი ბრალი არაა, ისევე როგორც თქვენი სიმღერის გამოყენებაში არ მიგვიძღვის წვლილი. აქვე როგორც მსმენელისგან მიიღეთ ჩემი სიმპათიები. სიამოვნებით გამოვიყენებდით თქვენს სიმღერას ჩვენს კლიპში, მაგრამ არ გამოგვიყენებია. სხვა გირჩია ის., – მიწერა იაგო ხვიჩიამ მანანა მენაბდეს. 

თავის მხრივ მომღერალმა საჯარო პაუხი გასცა დეპუტატს და განაცხადა, რომ ამ საკითხებში უკეთ ადვოკატი გაერკვევა და სამართლებრივ პასუხსაც მოითხოვს. 

“გირჩის” წარმომადგენელს ვინმე ლაგო ხვიჩიას ჩემი პასუხი : გთხოვთ ჩემთან ნუ იკამათებთ! ვინ “ზიანდება” კარგად ვხედავ ამას. თქვენი აზრით, მე უნდა “ვარჩიო” თურმე ვინ დგას ამის უკან და მე შემყავს “შეცდომაში” ხალხი?! როგორ კადრულობთ ამის თქმას, თან საჯაროდ?! ეს მე უნდა “ვარკვიო” გირჩია თუ მუხლის ფოთოლი?! ჯერ ამდენი ტაქტიც არ გაქვთ, რომ ამას მწერთ! და თან “რჩევას მაძლევთ” ბრავო თქვენ! რჩევა იმისთვის მიგეცათ, ვინ ეს გააკეთა! ყველამ მოისმინა და ყველას აქვს ყურები. დაგელაპარაკებათ ადვოკატი და იმასთან არკვიეთ ეს ყველაფერი! გთხოვთ, მე აღარ მომმართოთ არანაირი არც თხოვნით და არც კომენტარით!

ადვოკატი ყველაფერს გაარკვევს. თუ არ არის “გირჩი” ვიღაც ხომ არის? “ბუჩქი” მაგალითად! ჰოდა მოვთხოვოთ პასუხს!“, – წერს მანანა მენაბდე. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

15:03 09-10-2026
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

14:39 09-10-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved