• რეკლამა
  • კონტაქტი
03:00, სამშაბათი, 6 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მამული, hayayay, სარწმუნოება”; კარვების ქალაქად გიქცევთ კომენტარებს!”; “კომენტარებზე მორიგეობა დავაწესოთ და ისე ავიკლოთ” – კომენტარები დისნეის გვერდზე

ალია ავტორი - ალია
20:22 12-12-2023
- ახალი ამბები, მთავარი, სხვადასხვა
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
992

Disney–მ სოციალურ ქსელში, კლიპი გამოაქვეყნა, რომელიც 29 ენაზეა შესრულებული, იმ მონაკვეთის გამო, რომელსაც ქართული ენა აწერია, დისნეის გვერდზე, კონკრეტულ კლიპზე უკვე 2200 კომენტარზე მეტია დაწერილი, მაშინ როცა, წინა პოსტებიდან ერთს 67 კომენტარი აქვს, მეორეს 35 და მესამეს – 17.

 

კომენტარები:

 

კომენტარებს გადახედეს და გადაწყვიტეს ფილმი ქართულად გაუშვან ინგლისური სუბტიტრებით

 

ამდენი წელი სიცრუეში მიცხოვრია, თურმე ძოწენიძეც ქართულად მღერის თავის ჰიტს. ბოდიში ნინო. ჰეიჰეიო

 

დისნეი დაგერხათ სერიოზულად

 

ჰეიეიჰეიიიაა ცეცხლს ეთამაშებით!

 

ნაირა ბიცოლა ისეთს დაგწყევლით მაგის გამო დაიხურებით

 

ჰეიეიეი, იქნებ მარკეტინგული ხრიკია ჩვენი ამხედრება

 

კრიმანჭულიდან მაინც აგეღოთ იაოუაო, რაღაც გამართლება ექნებოდა, თქვე გამოდისნეებულებო.

 

მომენტი, როდესაც ევროპარლამენტში საქართველოს წარმომადგენელს სიტყვა მისცეს

 

შეესია ქართველთა ლაშქარი დისნეის

 

ეჰეეჰე, ქენით რაცხა თორე არ გადგიათ კაი დღე თქვენ

ჩვენი გაჭირვებაც გვეყოფა 

 

ცაში აიხედეთ ,,ჩაკრულო,, დაგყურებთ თანამგზავრიდან

 

გიღირდათ ამად?

 

გათვლაც ეგეთი იყო. შეკრიბა საქართველო ერთ ვიდეოს ირგვლივ

 

დისნეი ამოწყდი

 

ასე სულხან საბაც კი არ მოუსტუმრებიათ

 

ქართულად ძაან რთულები შეხვდათ

 

გაასწორეს ქართველობა მიწასთან

წაშალეთ! და თავიდან ამღერეთ სრულად ქართულად!

 

ვინც სპეცები ხართ მაგ საკითხში რამე ჰეშთეგი გააკეთეთ რაააა

 

რაღა აღმაშენებელი და რაღა ჩვენ, ქუდზე კაცია მოსული ქართველობის დასაცავად

 

მარტო ჩვენი კომენტარებია , მეტი რაღა უნდა იმღერონ

 

ქართველების კიდევ ერთი გამარჯვება – კომენტარებში რა თქმა უნდა 

 

ტაილანდურადაც ჰეი ჰეი ყოფილა

 

მაგარ შარში ხართ ! ეს კიდევ ჯერ არ გაბაზრებულა ! ელოდეთ შემოტევას 

 

დისნეი, შენზე დიდი ცაცხვის ხე მაქვს რაჭის ეზოში… რაის ჰეიაიიი

 

არ აგარევინებთ!

 

მე იმას ვდარდობდი, მეგრულ- სვანური არ დააკლდესთქო და ამათმა ჰეეიიეიიაა-ო!

 

კარვების ქალაქად გიქცევთ კომენტარებს!

 

Disney is changing its name “გაუქმებულია გაუქმებულია”

 

ეს სიმღერა უნდა ჩავუწეროთ ქართულად

 

ვყიდი მეორად მატრასს იაფად

 

სანამ ეს გოგო მთლიან მრავალჟამიერს არ იმღერებს, არ გავჩერდებით

 

შევასწავლი ქართულ ენასა და ლიტერატურას, შეღავათიან ფასად. სპეციალური ფასდაკლება დისნეის თანამშრომლებისთვის

 

ასე ყველაფრის კადრებაც არ შეიძლება ინგეიჯმენთისთვის

 

რა მათე, რა მათე, ნათელა მქვია

 

იცოდნენ ქართველების ამბავი და მომინდომეს რეიტინგი ჰაიაი აი აიი

 

ტაილანდი ქართველობას გვართმევს ხალხო

 

ქათამი ხან იქით გადაკისერ–მხარ–ბარკალ–ნისკარტ–კურტუმდება ხან აქეთ გადმოკისერ–მხარ–ბარკალ–ნისკარტ–კურტუმდება. ეს დაგუგლეთ? ვერ გაქაჩეთ და შური იძიეთ,თუ რა იყო ეს?

 

მამული, hayayay, სარწმუნოება

 

დისნეიმაც იცის რო ქართველებს არ გვემღერება… მოვთქვამთ

 

დისნეი” ხომ კარგად ხართ? ამ ენაზე “ვეფხისტყაოსანი” დაიწერა,თქვენ რა ვერ მონახეთ რამე შესაბამისი?!

 

ძონძის კუკლებო, საერთოდ ენა მიგეგდოთ! 

 

იმ მონაკვეთში რაფაელო მაინც დააჭერინომ ხელში “არაფრისმთქმელი სიტყვების ნაცვლად”

 

“მიჭმიე ” , “მისმიე” გვაქვს ბიჭო ენაში. ეგენი რომ თარგმნო, შენი ნახევარი ლექსიკა უნდა დახარჯო და შენ “ჰეჰეჰჰეი” რანაირად ჩაგვისვი???

 

ვის ეჯახებით, რო ეჯახებით, დისნეის თრევაი საკვირველი

 

ვხედავ ხვალ დისნეის ბოდიშს 

#ლელაკაკულია 

 

არა ჰესებს !!!

 

ბექჰემსაც კი უფრო მეტი სიტყვის მარაგი აქვს ქართულად, როგორც ერთ ინტერვიუსში აღნიშნა– “იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა”. რა გჭირს დისნეი?

 

დისნეიმ ევროკომისიის პოსტზე ქართველების მოწონებების და კომენტარების რაოდენობა ნახა და მგონი ენგეიჯმენთის გაზრდა უნდა ჩვენს ხარჯზე

 

რა გინდა, ვერ გაამტყუნებ, ევროვიზიაზე ჩვენი სიმღერების 80%ში ჰეიჰეიჰეი ისმის

 

ვის აჰეიჰეიჰეებენ ესენი?

 

ქართული ტექსტის წყარო მიუთითეთ რომ ეგ წყარო დავაშროთ 

მოგი@@ანთ თარჯიმანები!

 

ჩემი საქართველო აქ არის  კომენტარებში

 

გულთგონთხართა?

 

სირცხვილი დისნეის, ჰეჰეჰეი ვართ ამხელა ვეფხისტყაოსნის შემქმნელი ერი?

დისნეი თქვენ ჯერ კიდევ ვეერ ხვდებით ვისთან დაიწყეთ ომი……ეს ომი დაწყებიდან წაგებული გაქვს.

 

კომენტარებზე მორიგეობა დავაწესოთ და ისე ავიკლოთ 

ვეღარ ვმუშაობ, თქვენ გაწყდით ერთ დღეს ჩვენი აფორიაქებისთვინა

 

”Admin, qartulad gaaxmovaned”

აჭარანეთი მიმიქარავს, ისეთს აგიკლებთ

ჰე, ახლა

 

დავაკვირდეთ რომელიმე ტაილანდელი თუ დაწერს რამეს:)))) (ისე ტაილანდური შეგვიძლია ვისწავლოთ, ერთი ენა გვქონია ფაქტობრივად))

 

ეხლა მთავარია ჯორჯიას შტატმა არ გამოთქვას პრეტენზიები, დაუმტკიცებ ქართულიაო თუ რა

 

შეიძლება შინამანაკენა ჰქონდათ მხოლოდ მოსმენილი და ეგ ეგონათ ქართული, სხვა ახსნას ვერ ვპოულობ

აქ ვერ ვისხდებით მთელი დღე 

ან შეცვალეთ ან რაღაცა ქენით Disney 

ჰეიეიიიეიიეიიიიიიჰეეიიი 

 

რაც ჩვენ ინგლისური სიმღერები გვაქვს ასე ნამღერი, დაგვიბრუნდა უკან

 

http://

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სექტემბერში, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა 700-მდე მეწარმემ გაიარა
ახალი ამბები

სექტემბერში, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა 700-მდე მეწარმემ გაიარა

16:05 10-05-2026
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას

13:49 10-05-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
ახალი ამბები

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს

16:20 10-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved