• რეკლამა
  • კონტაქტი
13:40, ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მამუკა წოწერია სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში შეხვდა

ალია ავტორი - ალია
16:23 09-29-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია, საკრებულოს პროპორციული სიის წევრებთან ერთად, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა,  წინასაარჩევნო კამპანია შეაჯამა და მომავალი 4 წლის განმავლობაში დასახულ გეგმებსა და ხედვებზე ისაუბრა.

,,სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გავმართეთ, ადამიანებთან რომელთაც აქვთ ღვაწლი ჩვენი მუნიციპალიტეტის მიმართ – კეთილსინდისიერად, ერთგულებით ემსახურებიან ქალაქსა და მუნიციპალიტეტს. გარკვეული შეჯამება რეზიუმირება გავაკეთეთ თვითმმართველობის პერიოდში განხორციელებული პროექტების, შევაჯამეთ წინასაარჩევნო კამპანია და შევაფასეთ მისი შედეგები, ასევე ვისაუბრეთ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში დასახულ გეგმებზე და იმ ხედვებზე, რომლითაც მოვდივართ”-აღნიშნა მამუკა წოწერიამ.

მისი თქმით, აუდიტორიისგან იგრძნობოდა დადებითი კეთილგანწყობა, რაც იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ 2 ოქტომბერი ,, ქართული ოცნების“ მნიშვნელოვანი გამარჯვებით დასრულდება.

შეხვედრაზე წინასაარჩევნო კამპანია შეაჯამა, საკრებულოს პროპორციული სიის პირველმა ნომერმა ირაკლი გოგოხიამ. როგორც მან აღნიშნა, ზუგდიდელებისგან  ძალიან დიდი მუხტი, სითბო და სიყვარული იგრძნობა, რაც გამარჯვების საფუძველია.

,,ჩვენ ფაქტიურად დავასრულეთ წინასაარჩევნო კამპანია გავედით ფინიშის ზოლზე, შევხვდით ზუგდიდელებს, ყველა სფეროს წარმომადგენლებს, ძალიან დიდი მუხტი მოდის, ძალიან დიდი სითბო და დიდი სიყვარული. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ღირსეულად გავაგრძელებთ არჩევნების შემდეგ მსახურებას, ეს იქნება საკრებულოში თუ მერიაში. ყველა ზუგდიდელს მოვემსახურებით და თავს არ დავზოგავთ, რომ ეს მუნიციპალიტეტი გახდეს ბევრად უკეთესი და წარმატებული”-განაცხადა ირაკლი გოგოხიამ.

შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მოადგილეებთან ერთად დაესწრო.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გამართული შეხვედრა კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
ბინის დაქირავება
ახალი ამბები

5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბინის დაქირავების დროს

19:15 06-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება

14:30 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved