• რეკლამა
  • კონტაქტი
22:40, ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მამუკა წოწერია: „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, თვითონ აფიქსირებს პოზიციას, რომ მისთვის მერობა არ არის მთავარი პრიორიტეტი, რაღაც მოგონილი უაზრო რეფერენდუმზე ლაპარაკობს

ალია ავტორი - ალია
18:14 09-14-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ცრუ ბრალდებებს და ოპოზიციის მიერ წარმოებულ შავ კამპანიას პასუხობს. მისი განმარტებით „ქართული ოცნება“ მოქალაქეებს კონკრეტულ გეგმებს და მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვებს სთავაზობს, ოპოზიცია კი პირიქით არჩევნების რევანშისტული ქმედებებისთვის გამოყენებას აპირებს  და სიძულვილის ენით საუბრობს.

„ოპოზიციის მიერ გაჟღერებულ ბრალდებაზე სერიოზულ პასუხს ნამდვილად ვერ გავცემ.  „ქართული ოცნების“ მხრიდან შეთავაზებულია ინტენსიური ურთიერთობა ჩვენს მოსახლეობასთან პროექტებზე, პროგრამებზე საუბარი და და ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებას 4 წელი როგორ უნდა დავგეგმოთ. „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ეს არის შანტაჟი, მუქარა, რევანშიზმი და ასევე სიძულვილის ენით წარმოებული კამპანია და მუშნი ზარანდიას კარიკატურული პერსონების მხრიდან რაღაც საოცარი, გაუგონარი კამპანია, თუმცა მე დარწმუნებული ვარ ეს კონტრპროდუქტიული იქნება თვითონ მათთვის, იმიტომ რომ მოსახლეობასთან შეხვედრისას მათი ამომრჩევლისგან  ძალიან კრიტიკული განწყობა ისმის მათივე მისამართით და დარწმუნებული ვარ მოქალაქეები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ“ – განაცხადა მამუკა წოწერიამ „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში.

კითხვაზე როგორ შეაფასებდა კონკურენტების შესაძლებლობებს და რა მოლოდინი აქვს – „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პასუხობს:

„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, თვითონ აფიქსირებს პოზიციას რომ მისთვის მერობა არ არის მთავარი პრიორიტეტი, რაღაც მოგონილი უაზრო რეფერენდუმზე ლაპარაკობს, ასე რომ ისინი არ უყურებენ ადგილობრივ არჩევნებს როგორც იმ პირების არჩევის საშუალებას, რომელიც ჩართული იქნება ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაში, სამეურნეო საქმიანობაში, არამედ გარკვეული პოლიტიკური ინსინუაციებისთვის სურთ არჩევნები. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვან კონკურენტად ვერ ჩავთვლით. რაც შეეხება ბატონ გეგა შენგელიას, მოსახლეობის აზრიც ეს არის, მას ქონდა ძალიან დიდი ასპარეზი, დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება, რა თქმა უნდა, მის გვერდით იდგა და აძლიერებდა ქართული ოცნების გუნდი და ჩვენ ვთვლით, რომ ისიც ვერ გაგვიწევს კონკურენციას და პირველივე ტურში მნიშვნელოვანი შედეგით დავასრულებთ ამ არჩევნებს და შემდეგი ოთხი წელი მერწმუნეთ, რომ ეს იქნება კიდევ უფრო მეტი განვითარების წლები ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის“ – განაცხადა მამუკა წოწერიამ.

თეგები: მამუკა წოწერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:13 08-19-2026
დაჭრილ მეომართა თანადგომის ფონდი
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარ-აგვისტოს საქმიანობა

14:07 08-19-2026
თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს

13:43 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved