• რეკლამა
  • კონტაქტი
01:54, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მამუკა ხაზარაძე – არცერთ გოჯ მიწას არ დავუთმობთ ოკუპანტ ქვეყანას – მათ ქმედებაზე გვექნება შესაბამისი რეაგირება

ალია ავტორი - ალია
16:26 08-07-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ე.წ საზღვრის პირას მდებარე 70 სოფლის ეკონომიკურ განვითარებაზე ისაუბრა. 
მისი თქმით, „ლელო“ სერიოზულ ცვლილებებს შეიტანს იმისთვის, რათა ეს სოფლები იყოს მატერიალურად და ტექნიკურად აღჭურვილი და მოსახლეობამ იგრძნოს, რომ მათ უკან დგას სახელმწიფო.

„დღევანდელი დღე ძალიან მძიმეა ჩვენი ქვეყნისთვის. 12 წლის წინ მართლა დიდი ტრაგედია მოხდა. ე.წ საზღვრის პირას მდებარე 70 სოფელი დღეს არის ეკონომიკურად რთულ მდგომარეობაში. მინდა, გაგაცნოთ „ლელოს“ პოზიცია ამ სოფლებთან დაკავშირებით, სადაც ჩვენ შევიტანთ ძალიან სერიოზულ ცვლილებას და ეს 70 სოფელი იქნება მატერიალურად, ტექნიკურად აღჭურვილი, რათა მოსახლეობამ იგრძნოს, რომ მათ უკან დგას სახელმწიფო. ამისთვის ჩვენ გვაქვს საკმაოდ სერიოზული პაკეტი, რომ ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი თითოეული ადამიანი, იქნება ეს ახალგაზრდა, თუ მოხუცი, გრძნობდეს, ფინანსურ, მატერიალურ და ტექნიკურ მხარდაჭერას სახელმწიფოს მხრიდან. იქ ცხოვრება დღეს არის გმირობის ტოლფასი. ჩვენ არც ერთ გოჯ მიწას არ დავთმობთ. ეს იქნება პირველი ნაბიჯი და ჩვენება, რომ ნებისმიერი გოჯ მიწაზე, რომელსაც შეეხება ჩვენი ოკუპანტი, გვექნება საკმაოდ სერიოზული რეაგირება – იქნება ეს დიპლომატიური ფორმით, პროტესტით თუ ნებისმიერი სხვა ფორმით,“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

თეგები: ლელო საქართველოსთვისმამუკა ხაზარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved