პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ მას მამა გარდაეცვალა და დღეს ორმოცზე ის შვილთან ერთად საფლავზე მარტო ავიდა.
მისი თქმით, მისთვის მძიმე იყო მშობლის საფლავზე მხოლოდ შვილთან ერთად მისვლა.
„ჩემთვის მძიმე იყო საკუთარი მშობლის საფლავზე მხოლოდ შვილთან ერთად მისვლა. მაგრამ ეს არის სავალდებულო წესი, რომ ჩვენ ერთმანეთი გავუფრთხილდეთ.
ამიტომ რაღაცაზე დროებით უარი ვთქვათ. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, რომ მთავარი რეკომენდაცია, მთავარი იარაღი კორონავირუსთან ბრძოლაში – ფიზიკური დისტანცირება, გავითვალისწინოთ“, – განაცხადა ხუნდაძემ „მაესტროს ეთერში“.
კომენტარები