• რეკლამა
  • კონტაქტი
21:17, კვირა, 27 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მალე ხაჭაპურის გამოცხობას, საცივის გაკეთებას და ხინკლის შეხვევასაც ისწავლიან რუსები, სამზარეულოსაც დაეპატრონებიან, ქართველებს გამოყრიან და რუსებს დაასაქმებენ“ – გიორგი ყუფარაძე

ალია ავტორი - ალია
18:40 08-29-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
486

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება „სამოქალაქო  განვითარებისა და მონიტორინგი  ცენტრის“ დამფუძნებელი, გიორგი ყუფარაძე.

– გიორგი, ბევრს ლაპარაკობთ ქვეყნის უსაფრთხოებაზე ტელევიზიით და სოციალური ქსელებით. ჩემი აზრით, სუს–ი ჩამოშლილია, მაქედან იმდენმა და ისეთი სახის  ინფორმაციამ გაჟონა, თავმოყვარე უფროსი აქამდე უკვე გადამდგარი უნდა იყოს და ბევრი მაღალჩინოსანიც. ჩემი შეფასებით,  ერთადერთი, ანტიკორუფციული სამსახური მუშაობს სუს–ში, სხვა სამსახურები სრულიად უუნარონი არიან და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, ხელისუფლების მოწინააღმდეგე აქტივისტების დევნის მეტს არაფერს აკეთებენ.

– კი, გეთანხმები, სუს–ის ანტიკორუფცული სამსახური ყველაზე უკეთ მუშაობს. სხვა სამსახურები თითქოს არც არსებობს. სუს–ი გახდა „ქართული ოცნების“ ერთ–ერთი პოლიტიკური განყოფილება, რომელიც მხოლოდ პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს. ქვეყნის უსაფრთხოების  დაცვის გარდა, ყველაფერს აკეთებს სუს–ი. ანტიტერორისტული სამსახური, თავისი აპარატურით, სხვა რესურსებით ჩართული ჰყვავთ ამ პოლიტიკურ დევნაში. უკვე აღარც აინტერესებთ, ვინ შემოდის ქვეყანაში, ვინ ვისი აგენტია, ვინ რა საფრთხეს უქმნის ქვეყანას და ხალხს. ივლისში, სუს–მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ  კონტრტერორისტულმა სამსახურმა  ე.წ. ისლამური სახელმწიფოს (ISIS) წევრები,  საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. არ მჯერა, რომ მართლა  ტერორისტები დააკავეს. ვიცი, სუს–ის მუშაობის სპეციფიკა. მართლა ტერორისტები  რომ ყოფილიყნენ, რამდენიმე დღე ტელევიზიებიდან არ ჩამოვიდოდა ეს თემა. რამდენიმე დღე, დღეში რამდენჯერმე განახლებულ ინფორმაციას გაავრცელებდნენ,  ჩანაწერებს  მოგვასმენინებდნენ, მიმოწერას და სხვა მტკიცებულებებს გვანახებდნენ,  ბრიფინგს ბრიფინგზე გამართავდნენ… დაკავების ოპერაციაც ისე ჩაატარეს, როგორც ჩვეულებრივი საპოლიციო ღონისძიება,  ეს ოპერაცია სამთავრობო ტელევიზიებმა გააშუქეს და ამით მორჩა ყველაფერი.

– რუსებით გაივსო ქვეყანა, მაგრამ ხელისუფლება აცხადებს, რომ ვერანაირ საფრთხეს ამაში  ვერ ხედავს. არადა, დიდი ოდენობით უძრავი ქონება, ბიზნესი  იყიდეს და ბევრი აღარ აპირებს აქედან  წასვლას.

– ბევრი რამ იყიდეს და იმაზე მეტს იხდიან, ვიდრე ჩვენს  მოქალაქეებს შეუძლიათ გადახდა. ქართველები  კიდევ უფრო მძიმე დღეში ჩააგდო რუსების შემოსვლამ, რადგან ფასები გაძვირდა მათი შემოსვლის მერე. კი, ერთეულები გაკეთდნენ, ფული იშოვნეს, ვინც მიწა, ბინა, სახლი ან მანქანა მიჰყიდა რუსებს, მაგრამ ამან ამ ყველაფერზე ასწია ფასები. არ არსებობს ქვეყანაში ეკონომიკური უსაფრთხოება, რომელიც დაიცავს ჩვენს მოქალაქეებს რუსეთის თუ სხვა ქვეყნების მოქალაქეების ფინანსური ექსპანსიისგან. უხარიათ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ უძრავი და სხვა ქონების ფასი იზრდება, ეკონომიკა ყვავისო, იძახიან. ქართთველები საქართველოში ყველაზე მსყიდველობის უუნარონი არიან. ბინების გაძვირებამ სტუდენტები დატოვა ქუჩაში, ბინებს ვერ ქირაობენ, რადგან ქართველებზე და მით უფრო, სტუდენტებზე გაქირავებას ურჩევნიათ, გააქირავონ  რუსებზე. სასტუმროები, რესტორნები, ბარები, კაფეები იყიდეს რუსებმა და ჯერ ქართველები მუშაობენ სამზარეულოებში და რუსები მეტს გვიხდიანო, უხარიათ. ეს დროებითია. მალე ხაჭაპურის გამოცხობას, საცივის გაკეთებას  და ხინკლის შეხვევასაც  ისწავლიან რუსები და იმ სამზარეულოშიც რუსი მეპატრონეები რუსებს დაასაქმებენ, ქართველებს კი გამოყრიან და დარჩებიან უმუშევრები. ეს დროის საქმეა და ძალიან  ახლოს არის ეს დრო.

თეგები: გიორგი ყუფარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved